ვაჟა მარგველაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის ფინალშია

AutoSharing Option
დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის შეჯიბრებაზე 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ფინალში გავიდა.

ვაჟამ პირველ წრეში ალჟირელი ვაილ ეზინე ვაზარით დაამარცხა, აფრიკელს კი მეორე ტურში ჩეხი პაველ პეტრიკოვი იპონით მიაყოლა ზედ. 1/8-ფინალში მარგველაშვილის მეტოქე ყაზახი იერლან სერიკჟანოვი იყო და ქართველმა ფალავანმა ისიც იპონით დაამარცხა. 1/4-ფინალში ვაჟა აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს შეხვდა და აღმოსავლელი მეზობელიც იპონით დასცა ტატამზე. ნახევარფინალში ქართველის მეტოქე რუსი იაკუბ შამილოვი იყო და მარგველაშვილმა ისიც იპონით დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლას განაგრძობს ბაგრატ ნინიაშვილი. ბაგრატმა
1/4-ფინალის გზაზე ებრაელი ტალ ფლიკერი, გერმანელი დან მატუშოვიცი, რუსი აბდულა აბდულაჟილილოვი დაამარცხა, 1/4-ფინალში კი ბულგარელ ბოჟიდან ტემელკოვთან იპონით დამარცხდა. რეპეშაჟში ბაგრატის პირველი მეტოქე ბრაზილიელი დანიელ ქარნინი გახლდათ, რომლის დამარცხებაც ქართველმა ფალავანმა მოახერხა და ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში მარგველაშვილის მიერ დამარცხებულ შამილოვს დაუპირისპირდება.

60 კგ-მდე წონითი კატეგორიის რეპეშაჟში იჭიდავებს თემურ ნოზაძე. ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ მორიც პლაფკის, ამერიკელ ადონის დიასს, ბრიტანელ ეშლი მაკკენზის აჯობა, 1/4-ფინალში კი, სამწუხაროდ, იაპონელ ტაკანო ნაოშისასთან დამარცხდა. რეპეშაჟში მისი პირველი მეტოქე ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი იყო და თემურმა მოწინააღმდეგეს იპონით აჯობა. მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში კი ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ქართველ თორნიკე ჭკადუას შეხვდება.

ამავე წონით კატეგორიაში პირველი წრე დაძლია ჯაბა პაპინაშვილმა. ჯაბამ ავსტრალიელი ჯოშუა კაცი დაამარცხა, თუმცა მეორე ტურში უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევთან წააგო, რომელიც 1/4-ფინალში თორნიკე ჭკადუამ დაამარცხა.


მკითხველის კომენტარები / 5 /
დღეს, მოგება წაგების მიუხედავად,ჩვენმა ბიჭებმა,ყველამ,ლამაზად იჭიდავა.ერთად ერთი ნოზაძის დამარცხება იყო ტაკატოსთან,სადაც ჩანდა მეტოქის უპირატესობა.ჯაბა პაპინაშვილმა ლუტფილაევთან ისეთი გდება გააკეთა,რომ იპონით შეუფასეს და მანაც ხელი გაუშვა მეტოქეს,შემდეგ კი,მწვრთნელის შეძახილის შემდეგ, სცადა შებოჭვაზე დაერჩინა მეტოქე,მაგრამ მომენტი უკვე გაშვებული ჰქონდა.დამატებით დროში,ლუფტილაევი ტატამიდან გავიდა,ეს მესამე გაფრთხილება იქნებოდა,მაგრამ აპატიეს და მომდევნო შეტაკებაში, ჯაბა უკვე წმინდა გდებაზე მოჰყვა.საწყენია.ეს ყველაზე სანახაობრივი ბრძოლა იყო,რაც დღეს ვნახე.
სოსო
17:36 21-02-2020
0
ნინიაშვილიც ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
სოსო
18:16 21-02-2020
0

სიახლეები პოპულარული