ხორვატიის ქალაქ პორეცში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში +100 წონით კატეგორიაში მოჭიდავე გელა ზაალიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ზაალიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ თურქი ფურკან გუნერი და სლოვაკი მარიუშ ფიცელი დაამარცხა, ხოლო ფინალი უნგრელ რიჩარდ სიპოშთან წააგო.