ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ძიუდოში ოქროს მედლის მფლობელი 90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე გახდა.
ლუკამ პირველ წრეში შვედი აქსელ ოსკარსონი დაამარცხა, მეორე ტურში სერბი დარკო ბრასნიოვიჩი ბეჭებზე დასცა, 1/4-ფინალში ბოსნიელ ტონი მილეტიჩს სძლია, ნახევარფინალში ლატვიელ ალექსეის ზარუდნევსს აჯობა, ხოლო ფინალი რუსეთის წარმომადგენელ ეკუბჟონ ნაზიროვს ბოლო წამზე იპონით მოუგო.