წარუმატებელი სტარტი დოჰაში - მარგველაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
დოჰაში დაწყებულ ყატარის მასტერსის პირველ დღეს ექვსი ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო ასპარეზობაში.

60 კგ-მდე კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი და თემურ ნოზაძე ჭიდაობდნენ. ჩხვიმიანი პირველში, ხოლო ნოზაძე მეორე წრეში დამარცხდა.

66 კგ-მდე წონაში ბაგრატ ნინიაშვილი მეორე წრიდან გამოეთიშა შეჯიბრებას. ვაჟა მარგველაშვილი პირველი ორი ბრძოლის მოგების შემდეგ, მეოთხედფინალში ისრაელელ შმაილოვთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ყაზახ სერიკჟაკოვს მოუგო და საღამოს ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.

რაც შეეხებათ ჩვენს ქალებს, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი და ეთერ ლიპარტელიანი პირველივე წრეში დამარცხდნენ და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული