ყატარის მასტერსის ტურნირის 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალში გასული ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს შეხვდა და ისე იჭიდავა, რომ ძალიან კარგ ფორმაში მყოფ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი მტკივნეული ილეთით წმინდად დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ფინალამდე ტატომ უნგრელი ატილა უნგვარი, იტალიელი ანტონიო ესპოზიტო, რუსეთის წარმომადგენელი ალან ხუბეცოვი და სამხრეთკორეელი ლი დაამარცხა.
სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ლუკა მაისურაძე (81 კგ) პირველივე წრეში დამარცხდნენ.
გუშინ ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა, ხვალ კი, ტურნირის დასკვნით დღეს ჩვენი ნაკრებიდან 90 კგ-მდე წონაში ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური, 100 კგ-მდე ვარლამ ლიპარტელიანი, ხოლო +100 კგ-ში გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და გელა ზაალიშვილი იასპარეზებენ.
ციტატა თებერვლის პოსტიდან!!!!!
"შვილი ტატო,
გილოცავ მართლაც რომ ბრწყინვალე გამარჯვებას ....ერთი ტურნირის განმავლობაში მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონების დამარცხება უდიდესი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ ამ გამარჯვებას დიდი რეზონანსი ექნება მსოფლიოში. ტატო ჩემს წარმოდგენაში ძალიან წააგავხარ არსენა ოძელაშვილს სპარტაკ ბაღაშვილის მიერ განსახიერებულს. ამით იმის თქმა მინდა რომ შენში თავმოყრილია ვაჟკაცური იერი, ფენომენალური ძალა და ბრძოლის არაახალგაზრდულად ბრძნულად წარმართვის ნიშატი...ყველა ის თვისება რითაც მიხაილ ჯავახიშვილმა არსენა მარაბდელი დააჯილდოვა როგორც სიმბოლო სიმართლისათვის მებრძოლი ქართველი ვაჟკაცისა. განვმეორდები და საქართველოს როგორც არასდროს ჭირდება გამარჯვების და სიხარულის მომტანი პიროვნებები...ტატო დაგილოცავ მშობლებს, ახლობლებს, მწვრთნელებს და ყველას ვინც ასეთი შეუდრეკელი სულის პატრონათ ჩამოგაყალიბა.
ჟურნალისტებო კარგი იქნება, "რაღა დაგიმალო ქალების" ( მაგენი ჩვენც ნაყვარება მაგრამ სხვა სპეციალურ გამოცემებში და არა სპორტულში) მაგივრად ჩვენ სასიქადულო ადამიანებზე და მათ აღმზრდელებზე მოგვაწოდოთ ნარკვევები. სულ გამარჯვებული გევლოს ტატო!!!":
ტატო გრიგალაშვილის ოქრო დიუსელდორფის გრან პრიზე