მარგველაშვილმა დოჰას მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დოჰაში დაწყებულ ძიუდოისტთა მასტერსის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებს მხოლოდ ერთი მედალი ხვდათ წილად. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისათვის ორთაბრძოლაში ვაჟა მარგველაშვილმა დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა მოლდოველი დენის ვიერუ.

იქამდე მარგველაშვილმა რუს მიხაილ პულიაევს და ეგვიპტელ ახმედ აბდელრახმანს სძლია, მეოთხედფინალი ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვთან წააგო, რეპეშაჟში კი ყაზახ იერლან სერიკჟანოვს სძლია.

ჩემპიონი კორეელი ანი გახდა, რომელმაც ფინალში მარგველაშვილის მძლეველ ისრაელელ ბარუხ შმაილოვს იპონით მოუგო.

ხვალ 73 კგ-მდე კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი გამოვა, ხოლო 81 კგ-მდე - ტატო გრიგალაშვილი და ლუკა
მაისურაძე.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ბევრჯერ უფრო მეტს ველოდი დღეს ჩვენი ძიუდოისტებისგან. ვაჟა გილოცავ! მაგრამ ბევრჯერ მეტი შეგიძლია! წარმატებები დარჩენილ ძიუდოისტებს! და გამიხარდება თუ დავით ხახალეიშვილის სახელზე მინიმუმ ერთი ოქრო მაინც დაიდება!
წარმატებები
22:08 11-01-2021
0

სიახლეები პოპულარული