გრიგალაშვილი ყატარის მასტერსის ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყატარის მასტერსის ტურნირის 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალში გასული ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს შეხვდა და ისე იჭიდავა, რომ ძალიან კარგ ფორმაში მყოფ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი მტკივნეული ილეთით წმინდად დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ფინალამდე ტატომ უნგრელი ატილა უნგვარი, იტალიელი ანტონიო ესპოზიტო, რუსეთის წარმომადგენელი ალან ხუბეცოვი და  სამხრეთკორეელი ლი დაამარცხა.

სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ლუკა მაისურაძე (81 კგ) პირველივე წრეში დამარცხდნენ.

გუშინ ბრინჯაოს მედალი ვაჟა
მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა, ხვალ კი, ტურნირის დასკვნით დღეს ჩვენი ნაკრებიდან 90 კგ-მდე წონაში ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური, 100 კგ-მდე ვარლამ ლიპარტელიანი, ხოლო +100 კგ-ში გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და გელა ზაალიშვილი იასპარეზებენ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
გილოცავ ტატო და მთელ საქართველოს! ეხლა ოლიმპიური და მსოფლიოს ოქრო გვინდა რაშიც დარწმუნებული ვარ რომ შეძლებ!
გურამი
20:25 12-01-2021
0
გილოცავთ, ქართველებო!!!
მაგარი ბიჭი გვყავს - ჩვენი ტატო-არსენა!!!
ILIA
20:24 12-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული