გრიგალაშვილი ყატარის მასტერსის ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყატარის მასტერსის ტურნირის 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალში გასული ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს შეხვდა და ისე იჭიდავა, რომ ძალიან კარგ ფორმაში მყოფ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი მტკივნეული ილეთით წმინდად დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ფინალამდე ტატომ უნგრელი ატილა უნგვარი, იტალიელი ანტონიო ესპოზიტო, რუსეთის წარმომადგენელი ალან ხუბეცოვი და  სამხრეთკორეელი ლი დაამარცხა.

სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ლუკა მაისურაძე (81 კგ) პირველივე წრეში დამარცხდნენ.

გუშინ ბრინჯაოს მედალი ვაჟა
მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა, ხვალ კი, ტურნირის დასკვნით დღეს ჩვენი ნაკრებიდან 90 კგ-მდე წონაში ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური, 100 კგ-მდე ვარლამ ლიპარტელიანი, ხოლო +100 კგ-ში გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და გელა ზაალიშვილი იასპარეზებენ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
მოჭიდავეები არასოდეს გვიცრუებენ იმედებს.
წარმატებები დანარჩენებსაც!
13 იანვარი 2021 10:53
0
შვილო ტატო...გილოცავ შენ და შენს მწვრთნელებს და ახლობლებს...საქართველოს ჯილა ხარ.... რო იცოდე როგორ გაგვახარე ......გავმეორდები ჩემს წარმოდგენაში გაცოცხლებული არსენა მარაბდელი ხარ სპარტაკ ბაღაშვილის მიერ შესრულებული......ზურნა რომ აჭყვიტინდა ასე მეგონა კუჭატნელი გამოვიდოდა და ქართულს დაუვლიდით ჭიდაობის წინ ...ამხელა და ამხნის კაცი ავროკდი...ვიგრძენი რომ ერს გადაშენება არ უწერია ასეთი თვალებრდღვიალა ვაჟკაცების მშობელს..აფერუმ ბიჭო ტატო...არსენას თიკუნით უკვე დიქტორმაც შეგამკო..ვიცი რომ არ შეარცხვენ ქართველი ვაჟკაცის გაუხუნებელ ხატებას ...მინდა გავიხსენო წინა წლის თებერვალში დიუსელდორფში გამარჯვებისადმი მიძღვნილი პოსტი...მახარებს რომ რომ მიღწეულით არ დაკმაყოფილდი და ახალი საფერავები დაუმატე შენს ისედაც ჯადოსნურ პალიტრას......ასეთი ტარაბუა დამართო ძიუდოს ფანდებში გამობრძნედილ ჰოლანდიელს.!!!..იმერეთში რო იტყვიან დასანახად ღირდა დე ვიტის დაბზრიალება აი ისე ცუდი მოჩხუბარი რო ფეხს ააცილებს და დატრიალდება...გატყობ შექება არ გწყენს...მე მგონი ტოკიოდან და პარიზიდან ოქრო გვაქვენ და მერე არ ვიცი სად იქნება ოლიმპიადა.......
ციტატა თებერვლის პოსტიდან!!!!!
"შვილი ტატო,
გილოცავ მართლაც რომ ბრწყინვალე გამარჯვებას ....ერთი ტურნირის განმავლობაში მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონების დამარცხება უდიდესი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ ამ გამარჯვებას დიდი რეზონანსი ექნება მსოფლიოში. ტატო ჩემს წარმოდგენაში ძალიან წააგავხარ არსენა ოძელაშვილს სპარტაკ ბაღაშვილის მიერ განსახიერებულს. ამით იმის თქმა მინდა რომ შენში თავმოყრილია ვაჟკაცური იერი, ფენომენალური ძალა და ბრძოლის არაახალგაზრდულად ბრძნულად წარმართვის ნიშატი...ყველა ის თვისება რითაც მიხაილ ჯავახიშვილმა არსენა მარაბდელი დააჯილდოვა როგორც სიმბოლო სიმართლისათვის მებრძოლი ქართველი ვაჟკაცისა. განვმეორდები და საქართველოს როგორც არასდროს ჭირდება გამარჯვების და სიხარულის მომტანი პიროვნებები...ტატო დაგილოცავ მშობლებს, ახლობლებს, მწვრთნელებს და ყველას ვინც ასეთი შეუდრეკელი სულის პატრონათ ჩამოგაყალიბა.
ჟურნალისტებო კარგი იქნება, "რაღა დაგიმალო ქალების" ( მაგენი ჩვენც ნაყვარება მაგრამ სხვა სპეციალურ გამოცემებში და არა სპორტულში) მაგივრად ჩვენ სასიქადულო ადამიანებზე და მათ აღმზრდელებზე მოგვაწოდოთ ნარკვევები. სულ გამარჯვებული გევლოს ტატო!!!":
ტატო გრიგალაშვილის ოქრო დიუსელდორფის გრან პრიზე
ნუგზარ ნუცუბიძე
13 იანვარი 2021 00:56
0
ამხელა კაცი ხარ და კეკელკობას თავი დაანებე!!!
ინკვიზიტორი
13 იანვარი 2021 12:27
1
ნეტა ზურიკელა რას შვრება, როტორელი ფეხბურთელი?
zurab
12 იანვარი 2021 23:11
13
ფავორიტია ოლიმპიადა უნდა დადოს წარმატებები უფალი გიფარავდეს არავითარ შემთხვევაში ღრუბლებში არ წახვიდე მხოლოდ შრომა და შრომა ყველაზე წარმატებული ქართველი ძიუდოისტი უნდა გახდე ოლიმპიადა რამდენჯერმე უნდა მოიგო!
კახა
12 იანვარი 2021 22:37
0
აიღეთ მაგალითი ახალგაზრდებმა რა მშრომელია და ძლიერი
ელგუჯა
12 იანვარი 2021 22:19
0
მადლობა ტატოს საქართველოს გახარებისთვის
ამირანი
12 იანვარი 2021 21:37
0
არ გაჩერდე ტატო, შენ უდიდესი მომავალი გელოდება, წინ საქართველოს სახელით!!!
ლეო
12 იანვარი 2021 21:05
0
ბრავო ტატო! როგორ ერთი ამოსუნთქვით მოიგო ტურნირი, შესანისნავია.
ბექა
12 იანვარი 2021 21:02
0
ოქრო კაცი....
პპპ123
12 იანვარი 2021 20:53
0
შეიძლება შედარება უადგილოა, მაგრამ ძალიან მინდა ამ წონის ,,ჭრიკიშვილი" გახდეს. მაგარი ბიჭი ხარ ტატო
იკა
12 იანვარი 2021 20:37
2
უადგილო რატო? 81ში ჭრიკი მართლაც შეუდარებელი იყო ერთი პერიოდი...
mirosan
13 იანვარი 2021 03:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული