ბექა ღვინიაშვილი ყატარის მასტერსის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყატარში გამართულ მასტერსზე -90 კგ-ში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილმა ტურნირი შესანიშნავად გაიარა, თუმცა ფინალში ნიდერლანდელ ვან ტ ენდთან დამარცხდა. 

ფინალური შეხვედრა დრამატულად წარიმართა. მოწინააღმდეგემ ქართველის წაქცევა მალევე შეძლო და 1 ქულა დაიმსახურა, შეხვედრის ბოლო წამებზე კი მეტოქემ მტკივნეული ილეთით შებოჭა და ყატარის მასტერსის ოქროს მედალი დაიმსახურა. 

ფინალამდე ბექამ მარკუსის ნიმანის, შოიჩირო მუკაის, ედუარდ ტრიპელისა და მიხაილ ჟგანკის ბარიერი გაიარა, ფინალში კი ნიდერლანდელ ფალავანთან დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძლიერეი მეტოქე ჰყავდა. ცოტა არ გაუმართლა კიდეც. ბოლოს გარისკა და მტკივნეულზე წამოეგო. არა უშავს ყველაფერი წინა აქვს. სამაგიეროდ ლიპომ გაიმარჯვა.
ჯ. ჩ.
19:49 13-01-2021
1
ვულოცავ ბექას ვერცხლის მედალს, მეტი შრომა ზრდისათვის და პირველიც იქნება. ბევრს ვერცხლის მედალს ბრინჯაოსი ურჩევნია, გამარჯვებული ასრულებს ჩემპიონატს. ფარხმალი არასოდეს დაჰყარო და ყველას გაახარებ, მე მჯერა, რომ შეგიძლია.
emigranti
21:15 13-01-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული