თბილისის გრანდ სლემი: ერთი ოქრო და ორი ვერცხლი პირველ დღეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს, საქართველოს ნაკრების 10 ძიუდოისტი ჩაება ასპარეზობაში. შაქრო შათირიშვილი (-60კგ), ლაშა ჩადუნელი (-60კგ), ბექა წიფიანი (-66კგ), მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი (ორივე -52 კგ) ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ შეჯიბრებას.

60 კგ-მდე წონაში თემურ ნოზაძემ  ფინალამდე ოთხივე მეტოქე იპონით დაამარცხა, ფინალში ოქროს მედლისათვის უზბეკ კემრან ნურილაევს დაეჭიდა, ისიც დანარჩენების გზას გაუყენა და ჩემპიონი გახდა.

66 კგ-მდე კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ფინალში გააღწია და  უზბეკ სარდორ ნურილაევს შეხვდა. სამწუხაროდ, მცირე უყურადღებობა ორთაბრძოლის დასაწყისშივე წაგებად დაუჯდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ვაჟას
მეოთხედფინალში ჩვენი მეორე მოჭიდავე ბაგრატ ნინიაშვილი შეხვდა და მოუგო, რის გამოც ბაგრატს ბრინჯაოს მედლისთვის მონღოლი ხერლენ განბოლდთან მოუხდა დაპირისპირება და წააგო.

52 კგ-მდე წონაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი ბრინჯაოს მედლის გარეშე დარჩა, რადგან უნგრელ რეკა პუპთან დამარცხდა.

გაგვახარა ეთერ ლიპარტელიანმა. მან დამაჯერებლად იასპარეზა და  ფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში ეთერმა მსოფლიოს ახლანდელ ჩემპიონს კრისტა დეგუჩის სძლია. ჩემპიონობისათვის ჭიდილში გამოცდილ კოსოვოელ ნორა ჯიაკოვასთან ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალი ირგუნა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მსაჯები რომ არა ნოზაძეც ოქროს გარეშე დარჩებოდა.დ
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული