თუშიშვილის ბრინჯაო და საქართველოს ნაკრების გუნდური პირველი ადგილი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლისაბონში ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თუშიშვილმა გადამწყვეტ ბრძოლაში ნიდერლანდელ როი მეიერს იპონით სძლია. იქამდე გურამმა თურქი ჯემალ ერდოღანი დ ებრაელი ორ სასონი დაამარცხა, ნახევარფინალი კი რუსეთის წარმომადგენელ ინალ ტასოევთან წააგო.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა:

ოქრო - ლაშა ბექაური

ვერცხლი - ვაჟა მარგველაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი

ბრინჯაო - გურამ თუშიშვილი

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბიჭებო, მწვრთნელებო- ოლიმპიადისათვის გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ ი თ ფიზიკურად, ძლიერი და მყარი გ ა მ ძ ლ ე ო ბ ი ს ა თ ვ ი ს მაგრად მოემზადეთ, სპეც- ფიზიკური მომზადება გაიარეთ და მარტო ძიუდოში მინიმუმ 4 ოლიმპიადის ოქროს დავდებთ ( აქაც 4 დაიდებოდა თავისუფლათ - გრიგალაშვილი რომ ყოფილიყო) . -ქართველობა უ ნ ი ჭ ი ე რ ე ს ი ერია : შემართება, ძ ა ლ ა, ტექნიკა - ჭიდაობის ცოდნა ბუნებრივად აქვს, მაგრამ ...ჩვენი მოწინააღმდეგეები სწორად მასზე აკეთებენ აქცეტს (განსაკუთრებით იაპონელები, რუსები ...იციან ძლიერი ენერგიის,ძალის, მაგრამ ცოტა ზარმაცები რომ ვართ) - როცა ბოლო წუთებში ქართველი მოჭიდავეები იღლებიან - გამძლეობის პრობლემით- მერე აძლიერებენ ზეწოლებს და ვ ე ღ ა რ ვუძლებთ , ამიტომ ... და თუ ამ პრობლემას მ ო ვ ხ ს ნ ი თ - ვიმეორებ ჭიდაობის ყ ვ ე ლ ა სახეობაში- მინიმუმ 3-4- ო ქ რ ო ს დავდებთ ოლიმპიადაზე...ანუ სერიოზული- სპეც- მომზადება გ ა მ ძ ლ ე ო ბ ი ს ა თ ვ ი ს , ფ ი ზ ი კ უ რ ა დ და ...მაგრად გაგვახარეთ მთელი ქართველობა- საქართველო.
გლახუნა
12:44 19-04-2021
1
სამწუხაროდ ბოლო დროს უფერულად გამოდის ლაშა შავდათუაშვილი. დიდი მადლობა მას, მაგრამ ვფიქრობ ოლიმპიადაზე სხვა, ახალგაზრდებიდან რომელიმე უნდა წავიდეს.
ჯუჯი
11:24 19-04-2021
1

სიახლეები პოპულარული