ლაშას წინ კიდევ უამრავი გამოწვევა აქვს, დღეს კი SPORTALL-ის შეკითხვებს პასუხობს.
- როგორი განწყობით გაემგზავრეთ ევროპის ჩემპიონატზე და სამწვრთნელო შტაბის მხრიდან რა მოლოდინები არსებობდა?
- ძალიან მოტივირებული ვიყავი და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე მწამდა. ამის მწვრთნელებსაც სჯეროდათ. წარმატებისათვის მხოლოდ მონდომება საკმარისი ვერ იქნებოდა, თითოეულ პაექრობაში ბოლომდე დავიხარჯე, თავი არ დამიზოგავს...
- რით ახსნით იმას, რომ ე.წ. პროექტი
- დიდი მადლობა ეკუთვნის ხსენებული პროექტის თითოეულ ხელშემწყობსა და მონაწილეს. ჩვენ ყველა პირობა გვქონდა იმისთვის, რომ ამ წარმატებისთვის მიგვეღწია. დიდი შედეგებისათვის მხოლოდ ნიჭი არ კმარა, ამის ყველა პირობა უნდა გქონდეს შექმნილი...
- წინ კიდევ ბევრი რამ გელით, მათ შორის, მთავარი მიზანი - ოლიმპიადა (თუმცა ჯერ წამსვლელთა სია ცნობილი არაა). რაზე მოგიწევთ მუშაობა და როგორ უნდა მოახერხოთ ფორმის პიკის გადამწყვეტ მომენტში მიღწევა?
- რა თქმა უნდა, წარმატება არ მადუნებს, პირიქით, მოტივაციას მიმაღლებს! ვხედავ იმ ხარვეზებსაც, რაზედაც სამუშაოა. ამაზე მწვრთნელებიც მიმითითებენ.
რაც შეეხება ფორმის პიკს, სამწვრთნელო შტაბს ამ საკითხში ბოლომდე ვენდობი. მათ უკეთ იციან, ჩემთვის როგორი ინდივიდუალური მზადება იქნება შედეგის მომტანი...
- ტაქტიკური მრავალფეროვნება, ფიზიკური გამძლეობა - ამ მიმართულებით, საკუთარი თავით რამდენად კმაყოფილი ხართ? ასევე, კონკრეტულ ტურნირზე ძალების განაწილებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს...
- პირველ რიგში, ვცდილობ, მეტოქეს საკუთარი ძლიერი მხარეები მოვახვიო თავს და ჭიდაობა ისე წარვმართო... შესაძლოა, პარტერში შედარებით ნაკლებად ძლიერი ვიყო, თუმცა ამაზე ვმუშაობ. თავის დაცვის პრობლემა არც ამ კომპონენტში მაქვს.
ტურნირზე შევამჩნიე, რომ ენერგიის გადანაწილებისა თუ ზოგადად, ფიზიკური გამძლეობის კუთხით, თავს ადრინდელზე უკეთ ვგრძნობ...
- როგორ შეაფასებდით ლაშა გუჯეჯიანის მუშაობას, მის როლს გუნდის წარმატებებში? დავინახეთ, რომ დაძაბული კონკურენციის მიუხედავად, თქვენ და ბექა ღვინიაშვილს მშვენიერი ურთიერთობა გაქვთ და გუნდში ამ მხრივაც დალაგებული სიტუაციაა...
- კი, ოჯახური გარემო გვაქვს შექმნილი. რაც შეეხება გუჯეჯიანისა და სამწვრთნელო შტაბის მიდგომებს - პირადი ურთიერთობები დალაგებულია; ვგრძნობთ, რომ როცა საჭიროა, მწვრთნელი მოდუნების უფლებასაც გვაძლევს...
რაც შეეხება ჩემი და ბექას ურთიერთობას - ჩვენ იმ აზრზე ვართ, რომ კონკრეტულ მომენტში ვინც უკეთ იქნება, ის იჭიდავებს! ბექასგან ყოველთვის მეგობრულ დამოკიდებულებას ვგრძნობ...
- თქვენი სანუკვარი მიზანი ოლიმპიადაა. ალბათ, ბევრს ფიქრობთ ამაზე...
- ოლიმპიადა ძალიან დიდი გამოწვევაა. სია მალე გამოცხადდება. იმედია, მასში მეც ვიქნები. უდიდესი მოტივაციით მოვემზადები, რათა ჩემპიონობა მოიპოვო და საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო.
"ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნს ავაჟღერებ!" - ექსკლუზივი ტატო გრიგალაშვილთან