ევროპის ჩემპიონობის ტიტულის მოპოვების შემდეგ 20 წლის ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა 5 782 ქულა დააგროვა და საკუთარი წონის (-90კგ) რეიტინგში მხოლოდ ესპანელ ნიკოლოზ შერაზადიშვილსა და ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ენდს ჩამორჩება. ბექაურის ბოლოდროინდელი თვალსაჩინო პროგრესი კონტინენტის ჩემპიონობამ კიდევ უფრო გაამყარა.

ლაშას წინ კიდევ უამრავი გამოწვევა აქვს, დღეს კი SPORTALL-ის შეკითხვებს პასუხობს.

- როგორი განწყობით გაემგზავრეთ ევროპის ჩემპიონატზე და სამწვრთნელო შტაბის მხრიდან რა მოლოდინები არსებობდა?

- ძალიან მოტივირებული ვიყავი და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე მწამდა. ამის მწვრთნელებსაც სჯეროდათ. წარმატებისათვის მხოლოდ მონდომება საკმარისი ვერ იქნებოდა, თითოეულ პაექრობაში ბოლომდე დავიხარჯე, თავი არ დამიზოგავს...

- რით ახსნით იმას, რომ ე.წ. პროექტი 2020-ის მონაწილეები ძალიან წარმატებულნი ხართ, ახალი თაობის ჩემპიონები, ფაქტობრივად, ერთ ასაკში იმყოფებით...

- დიდი მადლობა ეკუთვნის ხსენებული პროექტის თითოეულ ხელშემწყობსა და მონაწილეს. ჩვენ ყველა პირობა გვქონდა იმისთვის, რომ ამ წარმატებისთვის მიგვეღწია. დიდი შედეგებისათვის მხოლოდ ნიჭი არ კმარა, ამის ყველა პირობა უნდა გქონდეს შექმნილი...

- წინ კიდევ ბევრი რამ გელით, მათ შორის, მთავარი მიზანი - ოლიმპიადა (თუმცა ჯერ წამსვლელთა სია ცნობილი არაა). რაზე მოგიწევთ მუშაობა და როგორ უნდა მოახერხოთ ფორმის პიკის გადამწყვეტ მომენტში მიღწევა?

- რა თქმა უნდა, წარმატება არ მადუნებს, პირიქით, მოტივაციას მიმაღლებს! ვხედავ იმ ხარვეზებსაც, რაზედაც სამუშაოა. ამაზე მწვრთნელებიც მიმითითებენ.

რაც შეეხება ფორმის პიკს, სამწვრთნელო შტაბს ამ საკითხში ბოლომდე ვენდობი. მათ უკეთ იციან, ჩემთვის როგორი ინდივიდუალური მზადება იქნება შედეგის მომტანი...

- ტაქტიკური მრავალფეროვნება, ფიზიკური გამძლეობა - ამ მიმართულებით, საკუთარი თავით რამდენად კმაყოფილი ხართ? ასევე, კონკრეტულ ტურნირზე ძალების განაწილებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს...

- პირველ რიგში, ვცდილობ, მეტოქეს საკუთარი ძლიერი მხარეები მოვახვიო თავს და ჭიდაობა ისე წარვმართო... შესაძლოა, პარტერში შედარებით ნაკლებად ძლიერი ვიყო, თუმცა ამაზე ვმუშაობ. თავის დაცვის პრობლემა არც ამ კომპონენტში მაქვს.

ტურნირზე შევამჩნიე, რომ ენერგიის გადანაწილებისა თუ ზოგადად, ფიზიკური გამძლეობის კუთხით, თავს ადრინდელზე უკეთ ვგრძნობ...

- როგორ შეაფასებდით ლაშა გუჯეჯიანის მუშაობას, მის როლს გუნდის წარმატებებში? დავინახეთ, რომ დაძაბული კონკურენციის მიუხედავად, თქვენ და ბექა ღვინიაშვილს მშვენიერი ურთიერთობა გაქვთ და გუნდში ამ მხრივაც დალაგებული სიტუაციაა...

- კი, ოჯახური გარემო გვაქვს შექმნილი. რაც შეეხება გუჯეჯიანისა და სამწვრთნელო შტაბის მიდგომებს - პირადი ურთიერთობები დალაგებულია; ვგრძნობთ, რომ როცა საჭიროა, მწვრთნელი მოდუნების უფლებასაც გვაძლევს...

რაც შეეხება ჩემი და ბექას ურთიერთობას - ჩვენ იმ აზრზე ვართ, რომ კონკრეტულ მომენტში ვინც უკეთ იქნება, ის იჭიდავებს! ბექასგან ყოველთვის მეგობრულ დამოკიდებულებას ვგრძნობ...

- თქვენი სანუკვარი მიზანი ოლიმპიადაა. ალბათ, ბევრს ფიქრობთ ამაზე...

- ოლიმპიადა ძალიან დიდი გამოწვევაა. სია მალე გამოცხადდება. იმედია, მასში მეც ვიქნები. უდიდესი მოტივაციით მოვემზადები, რათა ჩემპიონობა მოიპოვო და საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო.

კაკო
ღვინიაშვილმა მას შემდეგ დაკარგა ფორმა, როდესაც 90-ის მაგივრად 100-ში გაუშვეს ოლიმპიადაზე. ერთი ლიცენზიის აღებას არაფერი უკლდა და გადაერთო მეორე ლიცენზიაზე, კვირაში 2 ტურნირის გავლა უწევდა, მას შემდეგ ბექამ ფორმა ვეღარ აღიდგინა.... მაშინდელმა მწვრთნელებმა და ფედერაციამ ქართველ გულშემატკივარს ხომ გაგვიცრუა იმედი და ზედ იამასიტაც მოგვაყოლა, რომელიც ბექას დიდ მომავალ უწინასწარმეტყველებდა....
ჟორა
გულდასაწყვეტია, რომ ბექას ნიჭის და შესაძლებლობის მოჭიდავემ მეტს ვერ მიაღწია, დღეს ლაშას ჯერი დადგა და მას უნდა შეეწყოს ხელი, ისე, რომ მეორე იმედგაცრუება არ მივიღოთ.
ჟორა გაბრიჭიძე
საქართველოს ბევრი სახელოვანი ძიუდოისტი ყავდა და ჰყავს. ლაშა ჭიდაობის მანერით რამაზ ხარშილაძეს მაგონებს, სულ შეტევაზე და დასწრემაზეა ორიენტირებული. 90 კგ-ისთვის კარგი სიმაღლე აქვს, ამიტომ კარგი იქნება თუ ჩოჩიშვილის ბრუნზე გდებას ისე დაამუშავებს, როგორც ამას შოთა აკეთებდა. შოთას კიმონოს საყელოში ხელის მოკიდებას ვერავინ ბედავდა, იმწამსვე ბრუნზე მიფრინავდა. დღეს ყველა, მაჯების დაჭერას და იქიდან კისრულს აკეთებს, ლაშას კი გრძელი ფეხები აქვს და უკან ჩაჩეხვა კარგად გამოუვა. ასევე, ყველა ქართველმა ძიუდოისტმა გაიხსენეთ ქართული ჭიდაობა, იქ ხომ კისრული ჩოხის საყელოდან და ცალი ხელის დაჭერითაც კეთდება.
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
"რეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან 90+4-ე წუთზე გაუშვა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
ნათია გადელიამ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
სუპერლიგის პლეი ოფი დაიწყო: თსუ-მ კავკასია დაამარცხა, მარგვეთმა – ორბი
პსჟ-ში შეიძლება კიდევ ერთი პორტუგალიელი გადავიდეს
20 წ. | საერთაშორისო სერიაზე სამხრეთ აფრიკაში
როგორია მამარდაშვილის პერსპექტივა. "იუვენტუსს" ალისონის მუქთად წაყვანა სურს - "ლივერპული" გაღიზიანებულია
მსხალაძის ოქრო აკვრაში და გოგოხიას ბრინჯაო ატაცში
პსჟ-მ ნიგერიელი თავდამსხმელის დამატება მოისურვა
ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ნოიერი: პსჟ ევროპაში საუკეთესო გუნდი არ არის
"10 წლის წინ, სწორი გადაწყვეტილება მიმიღია" - გვარდიოლა აღშფოთებულია
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
23 მატჩი და 24-მილიონიანი კომპენსაცია - "ჩელსიმ" როსენიორი გაათავისუფლა
[VIDEO] ბითაძის 21 წუთი - "დეტროიტმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა
ჟოზეს დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, "რეალი" კიდევ ერთხელ ჩაიბაროს
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა