ჩხვიმიანმა მშვიდობაძეს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზანის გრანდ სლემზე ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩხვიმიანმა ფინალში დამატებით დროში რუსეთის წარმომადგენელი რობერტ მშვიდობაძე დაამარცხა, რომელთანაც წინა ოთხივე შეხვედრა წაგებული ჰქონდა და ოქროს მედალს დაეუფლა.

გადამწყვეტ ბრძოლამდე ლუხუმმა კამერუნელ ბერნადინ ტსალა ტსალას, პორტუგალიელ როდრიგო კოშტა ლოპეშს, ჩეხ დავიდ პულკრაბეკსა და რუს რამაზან აბდულაევს სძლია.

66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის ბრძოლა ბაგრატ ნინიაშვილმა ყაზახ იესეტ კუანოვთან წააგო და სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
დაბრუნებაც ასეთი უნდა,ყოჩაღ ლუხუმ! 2-3 ისეთი გდებიდან გამოძვრა წარმოუდგენელი იყო! მგელივით ფიზიკა და გამძლეობა აქვს ლუხუმს,რაც ასე იშვიათია ქართველ სპორტსმენებში ზოგადად. ისე,60კგ წონით კატეგორიაში,რომელიც პირწმინდად აზიურ წონად ითვლება,პირველ 24 კაცში 7 ქართველია,4 მათგანი სხვა ქვეყნების სახელით,რაც ნამდვილად ბევრ რამეზე მეტყველებს.
ალექს
20:01 05-05-2021
0
ფუი ეშმაკს (ხეზე 3-ჯერ კაკუნით) და იმის მიუხესავად, რომ მსუბუქი წონები დღესდღეობით იაპონელთა დომინირებით მიდის, ოლიმპიური ოქროს პრეტენდენტია ცალსახად!
Irakli Apkhaidze
22:16 05-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული