შავდათუაშვილმა პირველ შეხვედრაში პერუელ ალფონსო ვინგს სძლია, შემდეგ კი ბრაზილიელ უდუარდო ბარბოსასა და ებრაელ ელბაზს მოუგო.
მეოთხედფინალში ლაშამ მძიმე ორთაბრძოლა გადაიტანა. შეხვედრის არბიტრებიც საეჭვო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მაგრამ ოლიმპიურმა ჩემპიონმა გამოცდილი მიკლაშ უნგვარი მაინც დაამარცხა.
ნახევარფინალში შავდათუაშვილის მეტოქე ნაკლებად ცნობილი თურქი ბილალ ჩილოღლუ იყო, რომელიც დაამარცხა და თითქოს, ფინალში იაპონელ ჰაშიმოტოს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი მაციასთან დამატებით დროში დამარცხდა.
ნუგზარ ტატალაშვილი (-73) და ეთერ ლიპარტელიანი (-57) ასპარეზობას ადრევე გამოეთიშნენ და ფინალურ ბლოკში ვერ იასპარეზებენ.
გრიგალაშვილის ოქრო, შავდათუაშვილის ვერცხლი და მაისურაძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]