შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და უნიკალური შედეგი დააფიქსირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, მესამე საშეჯიბრო დღეს, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ფინალში შვედ ევროპის ჩემპიონს, ტომი მაციასს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

შავდათუაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე პერუელი ალფონსო ვონგსი, ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა, ებრაელი იეჰონათან ელბაზი, უნგრელი მიკლოშ უნგვარი და თურქი ბილალ ჩილოღლუ დაამარცხა.

შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიადა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო.

ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობას ადრევე გამოეთიშნენ და მედლების გარეშე დარჩნენ.

ხვალ ბუდაპეშტის ტატამზე ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე (ორივე 81 კგ)
გავლენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ყოჩაღ ლაშა, საღოლ, ძალიან მაგარი ხარ, გილოცავ! ვულაცავ სრულიად საქართველოს! კიდევ ბევრი გამარჯვება, სამშობლოვ, რაც ასე გვაკლია!!! ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები!!!
mamuka09ze
21:49 08-06-2021
3
არის, ყოჩაღ ლაშა...საამაყო ხარ! - მაგრამ ამ ჭიდაობით ოლიმᲙიური ოქრო გაგვიჭირდება, მეტი დამუშავებული ილეთების გამოყენება და Კარტერში ჭიდაობისათვის 2,3 ილეთი მაინც დაამუშავე... ოლიმᲙიური ოქრო ამ წინაშიც გვჭირდება- შეგვიძლია.
გლახუნა
21:15 08-06-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული