გრიგალაშვილი ფინალშია, მაისურაძე ზვიადაურის შეგირდთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს, 9 ივნისს, 81 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი სპორტსმენი - ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე, წარდგა.

გრიგალაშვილმა ჯერ კორეელ მონ ჯი ლის, შემდეგ შვედ პაჩეკს, მესამე შეხვედრაში კი ბერძენ ალექსიოს ცანაციდს სძლია. ტატომ მეოთხედფინალში ბელგიელი სამი ჩოუჩი საკმაოდ იოლად დაამარცხა, ნახევარფინალში კი ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი 23 წამში იპონით სძლია და ფინალში გავიდა. ფინალში მისი მეტოქე კიდევ ერთი ბელგიელი, მატიას კასე იქნება.

ლუკა მაისურაძემაც მშვენივრად დაიწყო - ამერიკელი რაითი და კანადელი ბრიანდსი დაამარცხა, მაგრამ უზბეკ ბოლტობაევთან ვერაფერი მოახერხა და მედლისთვის ბრძოლას
გამოეთიშა. უზბეკეთის ძიუდოისტთა ნაკრებს ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) წვრთნის.

altლაშა შავდათუაშვილი: მიყვარს ძიუდო, მიყვარს კვარცხლბეკზე დგომა

altშავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და უნიკალური შედეგი დააფიქსირა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
შენ შემოგევლე შვილო, ჩვენი არსენა, ჩვენი სიამაყე. შენმა გამზრდელმა იხაროს!!
0
ტატო ფინალამდე ტრიუმფით მივიდა. იგივე ყურადღებით და გონიერი სიფრთხილით, იმედია შედეგს დადებითს დადებს. წარმატებებს ვუსურვებ...
tngh
17:54 09-06-2021
0

სიახლეები პოპულარული