ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის დამარცხდა და უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 26 ივლისს, ძიუდოს დაპირისპირებები გაგრძელდა. ეთერ ლიპარტელიანი (-57) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ ცუკასა იოშიდასთან დამარცხდა.

ქართველმა სპორტსმენმა პირველ ეტაპზე ანგოლელ დიასონემა მუკუნგუის მარტივად, იპონით სძლია, მერვედფინალში კი გერმანელ ტერეზა შატილს აჯობა - შეხვედრის დასრულებამდე 11 წამი რჩებოდა, როცა მშვენიერი გდება გაუკეთა.

ლიპარტელიანი მეოთხედფინალში ფრანგ ლეონი სარა სისიკესთან დასანანად დამარცხდა. ქართველი სპორტსმენი ვაზარით იგებდა და აქტიურიც იყო, საბოლოოდ კი დამატებით დროში მეტოქემ მაინც აჯობა.

ეთერმა რეპეშაჟში პოლონელი იულია კოვალჩიკი დაამარცხა. მასთან შეხვედრა ძალიან დრამატული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა.
ქართველ ძიუდოისტს 2 გაფრთხილება ჰქონდა, მაგრამ გამარჯვების მომტანი ილეთი შეასრულა. 

რაც შეეხება ლაშა შავდათუაშვილს (-73), ის ფინალში იაპონელ შოჰეი ონოს წინააღმდეგ იასპარეზებს.

altმარგველაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

altძიუდოში მეორე დღე უიღბლოდ დავიწყეთ

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდი ეთო,გული არ გაიტეხო!არც ეგ გქონდა წასაგები და ბრინჯაოს მოგებაც,თავისუფლად შეგიძლია.მაგ ლიდერებს უკვე აღარაფრით ჩამოუვარდები!უკვე შენ თვითონ ხარ,ერთერთი ლიდერი.მედალს გისურვებ,ამ ოლიმპიადიდან!
სოსო
10:20 26-07-2021
1
არა უშავს. წინ ბევრი წარმატებები ექნება.
gogig
15:20 26-07-2021
0

სიახლეები პოპულარული