შერაზადიშვილი ტატამზე გაითიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურთან ერთად მონაწილეობას მეორე ქართველი ნიკოლოზ შერაზადიშვილი იღებს. შეგახსენებთ, ნიკო ესპანეთის სახელით ასპარეზობს.

მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე რუსი მიხაილ იგოლნიკოვი გახლდათ. მთელი შეხვედრა დაძაბულ ფორმატში წარიმართა, 1 წუთით ადრე კი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა 2 გაფრთხილება მისცა.

მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი გდების შესრულებას ცდილობდა, რა დროსაც რუსმა მეტოქემ მახრჩობელა კონტრილეთზე დაიჭირა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

სამწუხაროდ, დიდი შანსია, შერაზადიშვილს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება არ მისცენ.


მკითხველის კომენტარები / 8 /
მოდით ვაღიაროთ ნიკო არ იყო მზად ამ ოლიმპიდისთვის ეხლა კი ჯერი ბექაურზეა ორმაგი მოტივაცია აქვს რადგან რუსი უნდა ჩაამარცხოს და მეორე ნიკოს მოხრჩობისთვის .
goga
11:18 28-07-2021
1
ეს მსაჯი ბრმაა მგონი ხელის დარტყმას და დანებებას თუ ვერ ხედავ ამ დროს აბა რა ჯანდაბას უყურებ ან სად იყურები
გოგა
14:10 28-07-2021
0

სიახლეები პოპულარული