ლიპარტელიანი მედლის გარეშე დარჩა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა...

-100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლეჩხუმელმა მოჭიდავემ პირველი წრე გამოტოვა, მერე რაუნდში კი სამი გაფრთხილებით ეგვიპტელი რამადან დარვიში დაამარცხა.

1/4-ფინალში ქართველის მოწინააღმდეგე კანადელი შედი ელნასი გახლდათ, რომელსაც "ლიპომ" იპონით (ორი ვაზარი) სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გასასვლელად კი ვარლამმა იაპონელ აარონ ვოლფთან იჭიდავა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 1 წუთისა და 5 წამით ადრე იაპონელმა ძიუდოისტმა ვაზარი მოიპოვა და მიღებული უპირატესობა აღარც გაანიავა.

ვარლამი მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ ნიაზ
ილიასოვთან დამარცხდა. რუსმა სპორტსმენმა "ლიპოს" ვაზარი აუღო და დაწყებული საქმეც ბოლომდე მიიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
მეოთხე მედალი ვარლამ! ღმერთმა დაგლოცოს ძმაო!
ლევანი
08:28 29-07-2021
0
ნუ მაგრა გამიტყდა,მოკლედ ლიპო მადლობა ყველაფრისთვის,მაგრამ ქალის ტლიკინს გადაყევით შენც და ჭრიკიც,პოლიტიკა მომინდომეთ,ვარჯიშებიც შეწყვიტეთ აგერ შედეგიც,დროა წახვიდე,აქამდეც წასასვლელი იყავი,უბრალოდ პატივი გცეს ძველი დამსახურებების გამო,ვერ ვინელებ ჭრიკიშვილის რეგრესს,კაცი რინერი იყო თავის წონაში,შენ კიდე ბევრი სიხარული გვაჩუქე,მადლობა დაუთმე გზა ახალგაზრდებს...ვწუხვარ ამას რო ვწერ კაპიტანო...
გულშემატკივარი
14:32 29-07-2021
3

სიახლეები პოპულარული