თუშიშვილი დასანანად დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 30 ივლისს, +100 წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თუშიშვილი საწყის წრეში ისვენებდა, მერვედფინალში კი ტაჯიკ თემურ რახიმოვს მოუგო. შეხვედრის დასრულებამდე 1:13 წუთით ადრე გურამი ვაზარით დაწინაურდა და უკანასკნელ წამებში შებოჭვას გადაურჩა. ქართველმა ძიუდოისტმა მეორე ვაზარი მოიპოვა და ავასატე-იპონით გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში თუშიშვილმა ბრაზილიელ რაფაელ სილვას დამატებით დროში, გაფრთხილებებით აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გასასვლელად გურამმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა, რომელმაც მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი დიდი სენსაცია მოახდინა და დაუმარცხებელ ფრანგ ტედი
რინერს სძლია. რუსი ვაზარით იგებდა, მაგრამ თუშიშვილმა ჯერ ვაზარი გაათანაბრა, ბოლოს კი იპონით დაასრულა - ბაშაევი ბეჭებზე გააკრა.

ფინალში თუშიშვილი მოქმედ ოლიმპიური ჩემპიონ(-100 კგ-ში), ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან შეხვედრის უკანასკნელ წამებზე დასანანად დამარცხდა. ჩეხს ორი გაფრთხილება ჰქონდა, მაგრამ ქართველის შებოჭვა მოახერხა და ზედიზედ მეორე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

შეგახსენებთ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალია, რომლებიც ძიუდოისტებს ეკუთვნით -  ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; თუშიშვილის გარდა, ვაჟა მარგველაშვილი (-66) და ლაშა შავდათუაშვილიც (-73)  ფინალში დამარცხდნენ.

altთუშიშვილი vs რინერი და ნახევარფინალის შანსი კრივში - 30 ივლისის პრევიუ

alt"ვიცი, ვერ გაგახარეთ.."- ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

მკითხველის კომენტარები / 40 /
თუშომ ის აიღო რაც დაგეგმილი იყო მისთვის, რადგან რინერთან მოგებას წინასწარ ვერავინ დაგეგმავს. მაგრამ დასანანი იყო რინერის შემდეგ მეორეზე დარჩენა, თუმცა არც კრპალეკია სანთლისგან გაკეთებული. ვფიქრობ აქ თუშოს ოპტიმიზმმა ცუდი სამსახური გაუწია, რადგან კრპალეკს ბოლო შეხვედრა ადვილად მოუგო. ბაშაევის გამარჯვება კი რინერის დაუდევრობამ და ბაშაევის სწორი ტაქტიკით ჭიდაობამ გამიოწვია. ვფიქრობ გეგმა ასეთი იყო, ძირითად დროში ბაშაევს გდება კი არ გაეკეთებია, არამედ გაძლებაზე ეჭიდავა, რინერი დაეღალა და ჭიდაობა დამატებით დროში გადაეყვანა, რადგან აქ ერთი წარმატებული შეტევით მთავრდება ყველაფერი. ძირითად დროში ბაშაევს გდება რომ გაეკეთებია მერე რინერი მოკლავდა. ბაშაევმა სწორედ ეს გეგმა განახორციელა.
ჟორა გაბრიჭიძე
02 აგვისტო 2021 11:16
0
როგორც რინერმა წააგო ბაშაევთან, ასევე გურამმა წააგო ეს ბრძოლა, კრპალეკმა კი არ მოიგო, თუშიშვილმა წააგო, რა იყო ეს, რამ შეაყოვნა ვერ ვხვდები, რატომ არ წამოხტა და რატომ გააკეთა ამხელა ყოვნი მუხლებზე, ჩემთვის გაუგებარი დარჩა, კურდღელივით იყო ჩეხი, იგივე სტილში გაეგრძელებინა და ყვლაფერი ლოგიკურად დასრულდებოდა, ეეჰ, გურამ, რა მოგივიდა მაინც ვერ ვხვდები. მაინც ლომი ხარ!
а
31 ივლისი 2021 03:08
0
რაღაც გვჭირს მენტალურად ქართველებს. აგერ რინერმა ბრინჯაო აიღო და ისე უხაროდა და იბადრებოდა გეგონება მისი პირველი მედალია ოლიმპიადაზე, კაცი ოქროს უპირობო ფავოროტი იყო და... თუშიმ ვერცხლი დაისაკუთრა და ტიროდა ჩეხეთის ჰიმნის შესრულებისას. კი ბატონო ვერცხლს ოქრო სჯობს და გვინდოდა, კი ბატონო თავისუფლად შეგვეძლო აგვეღო რომ არა ის დასანანი შეცდომა, მაგრამ რინერმაც ხომ თავისივე უაზრო შეცდომით წააგო, მაგრამ თავზე ნაცარი არ დაუყრია.სპორტია, დღეს წააგებ ხვალ მოიგებ. მთავარია სულსა და გულში გედოს გამარჯვებულის მენტალიტეტი.
ირაკლი
31 ივლისი 2021 00:46
0
ძალიან დასანანად.ასე არ ყოფილა ლაშას და ვაჟას შემთხვევაში.მათ ბრძოლაში წააგეს.გურამმა კი მოსაგები წააგო.არადა ძალიან ნიჭიერია მაგრამ ბევრ უაზრო გდებას უშვებს.ლამის ტაჯიკთანაც შებოჭვაზე მოყვა.თუარ დაიზარებს ეს ბიჭი მოიგებს მსოფლიოსაც კიდევ და ოლიმპიადასაც.მადლობა და წარმატებები თუში.
Master
30 ივლისი 2021 21:43
1
გურამმა საერთოდ თავისი შესაძლებლობების 30% გამოიყენა სპორტში, ბევრად მეტი შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ რეჟიმის კაცი არ არის. ვულოცავ გულით, მაგრამ ძალიან ბევრს კარგავს.............
gori
30 ივლისი 2021 20:16
1
გურამმა საერთოდ თავისი შესაძლებლობების 30% გამოიყენა სპორტში, ბევრად მეტი შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ რეჟიმის კაცი არ არის. ვულოცავ გულით, მაგრამ ძალიან ბევრს კარგავს...........
gori
30 ივლისი 2021 20:15
2
თუში,ვიცი,რომ ძალიან იმედგაცრუებული ხარ.წელში გაიმართე შვილო,შენ მსოფლიოს ჩემპიონი ხარ.წინ ბევრი ტიტული გველოდება.ამ ოლიმპიადაზე შენ ისეთი ნახევარფინალი მოიგე ,3 ოლიმპიურ ოქროს გვირჩევნია.გენაცვალე!
არაგველი
30 ივლისი 2021 19:59
0
რამდენჯერმე ვუყურე და ვერ მივხვდი ვერაფრით, რა მოხდა, ასე უღმერთოდ როგორ წააგო
aburjga
30 ივლისი 2021 17:35
0
Vulocav am warmatebas magram aseti shansi kide rodis eqneba arvici,vgulisxmob rineris faqtors romelic ki damarcxda magram jerjerobit epoqa ar dasrulebula misi rogorc statiis avtori wers,dzalian menaneba es gashvebuli shansi
Alika
30 ივლისი 2021 16:30
0
ვერ ვახერხებთ ტაქტიკურ ჭიდაობას, თვალი მაინც ურა-შემტევი ჭიდაობისკენ გაგვირბის. ამისთვის არის საერთაშორისო ტურნირები, მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე შედეგზე უნდა იჭიდაო, რომელიც ნათელი ტაქტიკისა და ზედმიწევნით ზუსტად თუ არ შეასრულე, არაფერი გამოვა. ამ მიზეზით მინიმუმ სამი მედალი დაიკარგა. მიუხედავად ამისა, შედეგი ფენომენალურია, მაგრამ უკეთესი ხომ უკეთესი იქნებოდა? სხვათაშორის ერთი ჩემპიონი და სამი პრიზიორი მქონდა ნაწინასწარმეტყველები, მაგრამ ვისზედაც დავდე, სწორედ მათ ვერ აიღეს მედალი.
ჟორა გაბრიჭიძე
30 ივლისი 2021 16:25
0

სიახლეები პოპულარული