თუშიშვილი დასანანად დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 30 ივლისს, +100 წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თუშიშვილი საწყის წრეში ისვენებდა, მერვედფინალში კი ტაჯიკ თემურ რახიმოვს მოუგო. შეხვედრის დასრულებამდე 1:13 წუთით ადრე გურამი ვაზარით დაწინაურდა და უკანასკნელ წამებში შებოჭვას გადაურჩა. ქართველმა ძიუდოისტმა მეორე ვაზარი მოიპოვა და ავასატე-იპონით გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში თუშიშვილმა ბრაზილიელ რაფაელ სილვას დამატებით დროში, გაფრთხილებებით აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გასასვლელად გურამმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა, რომელმაც მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი დიდი სენსაცია მოახდინა და დაუმარცხებელ ფრანგ ტედი
რინერს სძლია. რუსი ვაზარით იგებდა, მაგრამ თუშიშვილმა ჯერ ვაზარი გაათანაბრა, ბოლოს კი იპონით დაასრულა - ბაშაევი ბეჭებზე გააკრა.

ფინალში თუშიშვილი მოქმედ ოლიმპიური ჩემპიონ(-100 კგ-ში), ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან შეხვედრის უკანასკნელ წამებზე დასანანად დამარცხდა. ჩეხს ორი გაფრთხილება ჰქონდა, მაგრამ ქართველის შებოჭვა მოახერხა და ზედიზედ მეორე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

შეგახსენებთ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალია, რომლებიც ძიუდოისტებს ეკუთვნით -  ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; თუშიშვილის გარდა, ვაჟა მარგველაშვილი (-66) და ლაშა შავდათუაშვილიც (-73)  ფინალში დამარცხდნენ.

altთუშიშვილი vs რინერი და ნახევარფინალის შანსი კრივში - 30 ივლისის პრევიუ

alt"ვიცი, ვერ გაგახარეთ.."- ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

მკითხველის კომენტარები / 40 /
ბრავო თუშააა!
c
30 ივლისი 2021 16:19
0
პირველ რიგში, ვულოცავ გურამს პირველ მედალს პირველ ოლიმპიადაზე!!!
ეს ყოფილიყოს გურამისთვის პირველი და უკანასკნელი ვერცხლის მედალი, მომავალში კი მხოლოდ ოქროს ვუსურვებ, ასაკიც ხელს უწყობს და იმედია, რომ ევროპის, მსოფლიოს და ოლიამპიადის ოქროთი, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვიქნებით გახარებულები!!!
გაიხარე გურამ ჩვენი გახარებისათვის!!!
აჩი
30 ივლისი 2021 16:05
0
ქეიფი უყვარსო თუშიშ. თუ მართლა ასეა, ძალიან საწყენია და კიდევ შორს გასულა. როგორც ჩანს მენტალურად დაყრილი აქვს ფარხმალი, პროფესიონალი სპორტსმენი რომ ქეიფს დაიწყებს
დალევა ჰყვარებია
30 ივლისი 2021 15:42
3
საბოლოო ჯამში, მშვენიერი შედეგია. ვულოცავჩვენს გულშემატკივრებს, მწვრთნელებს და ჯუდოკებს.
gogig
30 ივლისი 2021 15:32
0
მსოფლიოს ყველა ძიუდოისტი რომ შეყარო ერთად მაინც ტედ რინერზე უფრო ძლიერი არავინ არ არის, ბაშაევთან აბსოლუტურად შემთხვევით წააგო, ასე რომ კრპალეკი ან თუშიშვილი ფინალში რომ გავიდნენ ძალიან გაუმართლათ.
judo
30 ივლისი 2021 14:58
14
კარგია, მარა როცა აშკარად მეტი შეიძლებოდა მაინც გულდასაწყვეტია.
tas
30 ივლისი 2021 15:23
0
ქართველი ძიუდოისტების ოთხი ფინალი ტოკიოს ოლიმპიადაზე,ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი.მართლაც ფენომენალური შედეგია! ბრავო ლაშა გუჯეჯიანი!
....
30 ივლისი 2021 14:42
1
აუ რა გული დამწყდა!!! საერთოდ არ გასულიყო ჯობდა, რატო ჩუქნი? რატო?
რატო?
მეგრელი
30 ივლისი 2021 14:22
1
ეს ბიჭი ახალი სტილის იუმორს ნერგავს, არ მიაქციოთ ყურადღება
მ.მ
30 ივლისი 2021 18:57
2
რა უნდოდა, რატომ რისკავდა? თან იცნობს კარგად. მშვენიერი შანსი ჰქონდა და ხელიდან გაუშვა. ძალიან დამწყდა გული
: )))))))
30 ივლისი 2021 14:08
2
ამას ქვია ნადა მენშე პიტ. არ ქონდა ფიზიკის იმედი და მიტო იჩქარა იქნებ გოლდენსკორი არ დამჭირდესო და აბატოო, მაგრამ არა უშავს მე ვერცხლსაც არ ველოდი.
hhh
30 ივლისი 2021 14:04
8
შენ რომელი რანგის ტრეინერი ხარ სიმონ
zas.
30 ივლისი 2021 16:47
5
ვულოცოვ თუშის ვერცხლს. ნამდვილად შეეძლო ოქროთი გავეხარებინეთ. რაღაც დააკლდა მის ჭიდაობას და ეს რაღაც ვფიქრობ ტაქტიკაა.
კრპალეკმა კი დაამტკიცა რომ ძალიან მაგარი სპორტსმენია.
გიორგი
30 ივლისი 2021 14:04
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული