"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად" - ჩერგოლეიშვილი ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება

AutoSharing Option
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ზურაბ ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება.

როგორც იცით, ყოფილ ძიუდოისტს თავდებში ცნობილი სპორტსმენები უდგებიან... ჩერგოლეიშვილმა სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მან ხაზი იმას გაუსვა, რომ ასევე მოჭიდავე ზურა დათუნაშვილს გვერდით არავინ დაუდგა, როდესაც მასზე იძალადეს. ძალადობაში დადანაშაულებული გეგა გეგეშიძე დღესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია, დათუნაშვილი კი სერბეთში წავიდა და ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობს. ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად. ამიტომაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სპორტსმენი პოტენციური მონა", - წერს ჩერგოლეიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 60 /
გეგეშიძეებმა ჩაძირეს ჭიდაობა საქართველოში.ფულის გარდა ვერაფერს და არაფერს ხედავენ.რა უნდათ მოძალადეებს ფედერაციის სათავეში.
888
20 აგვისტო 2021 20:36
14
რატო უნდა დადგეს მთელუ ერი ფეხზე არ მესმიის ან რა დამოკიდებულებაა?კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოოს ჩემთვისაც და ოლიმპიური ჩემპიონისთვისაც. Თუ დააშავა პასუხიც უნდა აგოოს
buxrika
20 აგვისტო 2021 19:31
5
მიიღო მაგან შესაბამისი საფასური თანხა, თუ გაიტანა საქართბელოს სახელი, მაგრამ ოლიმპიური ოქრო არავის რთავს ნებას გარჩევებში მიიღოს მონაწილეობა და ხალხი ხოცოს, თუ დადგინდება რო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო ისედაც გამოუშვებენ თუ არადა კეთილ ინებოს და მოიხადოს სასჯელი, თუ ეზეთი ავტორიტეტია, რაღას დადის იარაღით და დაბლატაობს. ნუ წაიღეს რა ტვინი ამ ვითომ ურა პატრიოტებმა, დასაჭერი უნდა დაიჭირო ვინც არ უნდა იყოს.
ზურას
21 აგვისტო 2021 11:20
2
მილიონი მაყურებელი, რომ გაახარა მაგიტომაც მიიღო 1000000 ლარი, რომელიც მაშინ გაცილებით დიდი თანხა იყო ვიდრე დღეს, მერე პარლამენტშიც იყო და ეს არაა დაფასება? კანონის წინაშე კი ყველა თანაბარი უნდა იყოს.
ზურას
20 აგვისტო 2021 20:48
2
ყველა გამოხმაურება
მაგ ბიჭს ბოდიში რომ მოეხადა, აქ იქნებოდა და ჩვენი სახელით იასპარეზებდა
ცუდად მოფიქრალი
20 აგვისტო 2021 19:08
84
ვისთვის და რატომ მოეხადა ბოდიში?
ტაბუ
20 აგვისტო 2021 20:17
8
ცემეს და კიდევ ბოდიში მოეხადა ამ მაფიოზებისთვის?
გიგა
20 აგვისტო 2021 19:18
9
ეს მართალია მაგრამ დათუნაშვილის შედარება მაინც არ შეიძლება ზვიადაურთან, აქ მთელი ერი ფეხზე უნდა დადგეს.
ერი
20 აგვისტო 2021 18:21
47
ვისაც თავისი გამარჯვებები მიუძღვნა - ნაცებს და ჯიჰადისტებს, ისინი დაუდგნენ რო გვერდში?!...
ვოოტ
20 აგვისტო 2021 17:49
27
ეს არის ნამდვილი დარბაისელი ქალის კომენტარი ზიზღის ენის გარეშე? ამისთანა ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა?
გიორგი
20 აგვისტო 2021 17:43
22
კი, ეგ არის სწორედ. და რატომ არის, მაგას აგვიხსნიან გია ნოდია და სხვა 'ექსპერტები'. :)
სიმართლის მოყვარული
20 აგვისტო 2021 18:30
7
მოსვლა არა, დაბრუნება უნდა. ახალი ჯიშის ქართველის გამოზრდა ვერ მოასწრეს ცოლ-ქმარმა
ეჰჰჰ
20 აგვისტო 2021 18:25
13
თამარჯან დაგენაცვლე, მართალ ღაღადებ ევროპულ მარა. აქ კავკასიაა და ასე ხდება და შემდეგშიც ასე მოხდება...
ავჭალიდან
20 აგვისტო 2021 16:42
24
დააშავა და მოიხადოს კუთვნილი ვაჟკაცურად .... მკვლელის მკვლელი დამნაშავეა .
???
20 აგვისტო 2021 16:40
12
ვისთანაც უფრო ახლო ურთიერთობა აქვთ იმას დაუდგნენ გვერდში. მოგწონთ თუ არ მოგწონთ ბუნებრივი ინსტინქტია. ნაციონალების დროს თვითონაც კარგად სარგებლობდა ახლობლობით და სამინისტროები ყიდულობდნენ მაგის ჟურნალის ეგზემპლარებს.
TTT
20 აგვისტო 2021 15:49
10
ფეხი გამოყო, იქნებ რამე მეღირსოსო !
დ.დ.
20 აგვისტო 2021 15:40
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული