"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად" - ჩერგოლეიშვილი ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება

AutoSharing Option
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ზურაბ ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება.

როგორც იცით, ყოფილ ძიუდოისტს თავდებში ცნობილი სპორტსმენები უდგებიან... ჩერგოლეიშვილმა სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მან ხაზი იმას გაუსვა, რომ ასევე მოჭიდავე ზურა დათუნაშვილს გვერდით არავინ დაუდგა, როდესაც მასზე იძალადეს. ძალადობაში დადანაშაულებული გეგა გეგეშიძე დღესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია, დათუნაშვილი კი სერბეთში წავიდა და ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობს. ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად. ამიტომაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სპორტსმენი პოტენციური მონა", - წერს ჩერგოლეიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 60 /
100 პროცენტიანი მართალია
gg
20 აგვისტო 2021 15:37
23
მიდი და შეედავე
ტრეი
20 აგვისტო 2021 15:35
14
ამ შემთხვევაში ტყუილს არაფელს არ ამბობს
გოგა
20 აგვისტო 2021 15:17
20
ლ არა რ. არაფერი
არაფერს
20 აგვისტო 2021 18:15
2
რას ეცით თამარ ქალს. ასეთი ჭკვიანი და ერუდირებული ბარე ხუთი არ დადის ქართველთა ქვეყანაში. მან ის აღნიშნა, რაც ზედაპირულად სჩანს. ქალია და მეტიც არც ეცოდინებოდა... არ იცის ის რომ, დათუნაშვილი წლების წინ, ევროპის ჩემპიონი რომ გახდა, ტურნირიდან ჩამოსვლის დღესვე, ღამის კლუბში წავიდა და იქ, ყოყოჩობის და უზრდელობის გამო(მოკლედ არაკაცური საქციელისთვის), დანით დაჭრეს.
ხოლო გეგეშიძესთან დაპირისპირება კი, საქართველოს პირველობაზე მოხდა, სადაც დათუნაშვილი აპროტესტებდა მსაჯის გადაწყვეტილებას. გაპროტესტების ბევრი ფორმა არსებობს, მაგრამ როგორც დათუნაშვილი ამაზრზენად იქცეოდა, ყველასთვის მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, მისი პირადი მწვრთნელი დაშოშმინებისკენ მოუწოდებდა... ჰოდა რომ არ დაშოშმინდა და იქ მყოფებებს, მისი საქციელით შეურაცყოფას აყენებდა და ტურნირი ჩაშლამდე მიჰყავდა, გეგეშიძემ დააშოშმინა... ზვიადაური კი კაცური საქციელისთვის არის დაკავებული და მისთვის მისჯილ სასჯელსაც მოიხდის აუცილებლად...
Sapienti Sat
20 აგვისტო 2021 14:55
27
ჭორიკნობა სად ისწავლე? ან რას ქვია დააშოშმინა, ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა ცემოს სპორტსმენი და მაგას დაშოშმინება ქვია?
გიორგი
21 აგვისტო 2021 02:16
2
ესენი მართლა რომ მობრუნდნენ, ისევ ძველ ლიბერტარიანელობას მაინც რომ არ დაუბრუნდნენ: მინდა შევახსენო ჩემს პრინციპულ ჩერგოს, ევროპული საქართველოს მხარდამჭერი რომ ქვია. ყველა ევროპის ქვეყანა რაღაცა ფორმით ასუბსიდორებს სპორტს. პრობლემა დაფინანსება კი არაა, დაფინანსების სისტემა რომ გვაქვს რუსულ/ყაზახურ/უზბეკური, და არა ევროპული, ისაა უბედურება. წინასწარ არსებული ფორმულა უნდა წყვეტდეს დაფინანსებას და არა 'ხაზეინების' კეთილი ნება.
სიმართლის მოყვარული
20 აგვისტო 2021 14:51
8
ამას ძიუდო და ჭიდაობაც სცოდნია... პირდაპირ გენიოსია...
tngh
20 აგვისტო 2021 14:42
31
მზექალა;)))
გიგა
20 აგვისტო 2021 16:05
9
არჩი: "თქვენ არავის დაუფინანსებიხართ?" - ნუ... ბენდუქიძეს თუ არ ჩავთვლით და კიდევ ორიოდე სპონსორს - არა.
! :)
20 აგვისტო 2021 14:37
14
ეს ქალი კატეგორიულად მიუღებელია თავისი ფსევდოლიბერალური აზრებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ძნელია არ დაეთანხმო.
!!!
20 აგვისტო 2021 14:34
8
დათუნაშვილზე ვერაფერს ვიტყვით-მართალია ჩერგოლეიშვილი. ისე მეც არ მომწონს, მაგრამ დათუნაშვილს ძალიან, ძალიან ცუდად მოექცნენ, საჯაროდ სცემეს და ქვეყნიდან და ნაკრებიდან გააგდეს, შემდეგ კი ყველამ ვიცით, რომ სერბეთს მედალი მოუტანა-გვაყავს ჩვენ ასეთი ბიჭები დასაკარგი?-არ გვაყავს!!!
ბათუმი
20 აგვისტო 2021 14:15
15
მიზეზი იცით?
!!!
20 აგვისტო 2021 17:12
5
ეს ის შემთხვევაა Გაფუჭებული საათი რომ დღეში ორჯერ სწორად უჩვენებს დროს
ირაკლი ქუთაისელი
20 აგვისტო 2021 13:51
7
ბრავო! კაი ნათქვამი იყო!
სიმართლე
20 აგვისტო 2021 14:28
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული