ტატო გრიგალაშვილი, ოლიმპიური მარცხის შემდეგ, ტატამს უბრუნდება

AutoSharing Option
24-26 სექტემბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის გრან-პრი გაიმართება. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირზე 4 მონაწილე გამოვა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე დასანანი მარცხის შემდეგ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (-81) პირველ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას. 21 წლის სპორტსმენი იაპონიაში ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, თუმცა უმედლოდ დარჩა. ტატომ 2019 წელს ზაგრებში მესამე ადგილი დაიკავა.

ამავე წონაში, 19 წლის ზაურ დვალიშვილი უფროსებში პირველად წარსდგება. საქართველოს ნაკრები -73-შიც დებიუტანტით - 18 წლის ჯუმბერ მელაძით იასპარეზებს.

რაც შეეხება -90 კგ-ს - აქ ლუკა მაისურაძეს ვიხილავთ, რომელმაც გასულ ოლიმპიადაზე მომავალ ჩემპიონ
ლაშა ბექაურთან კონკურენციის გამო ვერ იასპარეზა.

წყარო: IJF

alt"მაპატიეთ, რომ იმედი გაგიცრუეთ..." - ტატო გრიგალაშვილის ემოციური წერილი...

altტატო გრიგალაშვილის გზა ევროპის ჩემპიონობამდე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
გაათმაგებული შემართებით და მონდომებით დაანადგურე ყველა ტატო, სანახაობრიობასთან ერთად ცოტა მეტი პრაგმატიზმი და შენი მომრევი დიდი ხანი არავინ იქნება
გრიზლი
16:59 17-09-2021
0
არ მშურს მისი მეტოქეების.
სოსო
18:55 17-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული