საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე და მოვიპოვე ეს ოლიმპიური ვარსკვლავი. თავიდან, სანამ ოლიმპიადაზე წავიდოდი, როცა აქ მოვედი, რაღაც მიუწვდომელი ჩანდა ეს ყველაფერი, მაგრამ მოკლე დროში მოვახერხე და ჩემი სურვილი ასრულდა. როგორც აქამდე ვთქვი, ვეცდები, რომ ის 4 ოლიმპიური ოქრო მოვიგო, რაც რეკორდისთვის არის საჭირო. ვარჯიში უკვე განვაახლე. მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატია და 3 წელში ისევ ოლიმპიადა იქნება, სადაც ვეცდები, რომ ჩვენი ხალხი კიდევ გავახარო", - თქვა ლაშა ბექაურმა.

ამასთან, შესაბამისი წარწერა დაემატა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს, რომელმაც ზედიზედ მეორე ოლიმპიური თამაშები მოიგო (2016 და 2021 წლებში).

"ზუსტად ამ დღეს, 1989 წელს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დაარსდა და ამ თარიღს დავამთხვიეთ, რომ ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონის ვარსკვლავები გაგვეხსნა. დღეიდან გაიხსნება ლაშა ბექაურის ვარსკვლავი და მეორე წარწერა დაემატება ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს. გასული ოლიმპიადის შედეგი იყო ისტორიული, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენს ნაკრებს ერთ ოლიმპიადაზე არასდროს აუღია 8 მედალი. ეს არის უდიდესი წარმატება", - განაცხადა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ღონისძიებაზე გამოსვლისას.

ღონისძიების ფარგლებში, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-მონაწილეთა ასპარეზობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.

წყარო: InterPressNews

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
[VIDEO] სტეფ კარი კვლავ ფორმაშია - "გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა