კიდევ 2 ოქრო - სულამანიძე და ინანეიშვილი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიიში ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ხოლო ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) ბრინჯაოს დაეუფლა.

სულამანიძე პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი კი გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაურს, მიხეილ ჯაფარიძეს და რუს მატვეი კანიკოვსკის სძლია, ხოლო ფინალში უზბეკი სუხრობ რაჯაბოვი ვაზარით დაამარცხა.

ინანეიშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრიდან მოყოლებული კი უკრაინელი სერგეი კოვბასიუკი, ბელგიელი ივ ნდაო, უზბეკი შოხრუხ მამარასულოვი დაამარცხა, ფინალში კი უნგრელ რიჩარდ შიპოჩს დამატებით
დროში ვაზარით სძლია.

დემეტრაშვილმა უკრაინელი ოლექსეი ჰალაკასა და გვინეელი მუსტაფა ფოფანა დაამარცხა, მეოთხედფინალი სიპოშთან დათმო, რეპეშაჟში ბრაზილიელი დანიელ ლემეშ და სილვა დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა უზბეკ ოხრუხ მამარასულოვს იპონით მოუგო.

შეგახსენებთ, ტურნირზე ოქროს მედლები გიორგი შერაზადიშვილმა (81) და გიორგი სარდალიშვილმა (60 კგ) მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატი ამოიდო იღლიაში, 5 წონიდან 4 ოქრო აიღო + ბრინჯაო,რასაც იაპონიაშიც კი უდიდეს წარმატებად ჩათვლიდნენ! ქებათა ქება ბიჭებს, მთელს გუნდს და ძიუდოს ფედერაციას!
ალექს
13:05 11-10-2021
0
კაცის გული უძიროა,ვით მორევი შავი ზღვისა,ოთხი ჩემპიონი გვყავს და სურვილი მქონდა ხუთისა.გილოცავთ ბიჭებო,ალგეთის მგლის ლეკვები ხართ და ნანადირევსაც გემო უკვე გაუსინჯეთ.მეხუთე იმედი,ნიკა ხარაზიშვილი იყო,რომელიც თავის თავს არ ჰგავდა.ვიცი,უმიზეზოდ არ იქნებოდა,მაგრამ გული დამწყდა,მისი უმედლოდ დარჩენის გამო.გამარჯვებები არ მოგკლებოდეთ!რამდენიმე თვენგანი,ალბათ მომავალ ოლიმპიადაზეც გამოვა და თქვენი იმედიც გვექნება.
სოსო
19:49 10-10-2021
0

სიახლეები პოპულარული