ტატო, ნაადრევად დაღვინებული მაჭრის შთაბეჭდილებას ჰგავს შენი ჭიდაობა. მთავარი ძიუდოში ტატამზე სწრაფი აზროვნებაა. სუსტი ხარ კონტრილეთის გაკეთებაში, ანუ შეტევითი სტილი გაქვს და არ ფიქრობ, რომ მოწინააღმეგეც ტატამზე ილეთის გასაკეთებლადაა გამოსული, ამიტომ შეტევა, დაცვა და კონტრილეთი ავტომატიზმამდე უნდა აიყვანო. მაგ იაპონელთან ფინალში პირველი ვაზარი ტყუილად აიკიდე, მად ხელით მაღლა აქაჩვა და მუცლის მირტყმა იყო საჭირო და შეტევა ჩაშლილი იყო. ქართულ ჭიდაობაში მთავარი ილეთი ბრუნვზე გდებაა. მონახეთ ჩოჩიშვილის შეხვედრები დიდებულად აკეთებდა. ასევე, ავიღოთ ქართული ჭიდაობის გრძელი მოგვერდი, მარცხენა საყელოში გაქვს ჩავლებული, მარჯვენათი მუცლის მიდამოებში ქამარში ავლებ და მიდიხარ მოგვერდზე, ამ ილეთს არავინ არ აკეთებთ, არადა მარცხენათი რომ მოწინააღმდეგის საყელოს იღებ, ამ დროს მარჯვენის მუცლის მიდამოებში შეცურება ძალიან ადვილია და არც არავინ ელოდება იქიდან ილეთის გაკეთებას, ამიტომ აქ ქამარში ჩავლება ადვილია.
თითქმის არავინაა,რომ არ აგებდეს.ტატოს დიდი იმედი გვაქვს,მაგრამ მისი აქტიური სტილი, მის მოწყვლადობასაც განაპირობებს.ყოველთვის არის საფრთხე,რომ მეტოქეს რაღაცა კონტრსვლა ჰქონდეს მომზადებული და გამოგიჭიროს.ამას შეგუებულები კი ვართ,მაგრამ აქ,მეტოქემ ჭიდაობაში აჯობა და ეგ ძალიან მემწარა.ესე იგი კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.ეს წონა,მგლების წონაა და თუ ნახატომი შეგეშალა,ტოტიასავით ისევ მგლები შეგჭამენ.ტატოც მგელია,ალგეთის მგლის ლეკვი და ისე არ დარჩება,ჯავრი არ სჭამოს.კიდევ შეხვდება სასაკის და არ მშურს იაპონელის.
მეორე ღვინიაშვილია ესეც, მუდამ პერსპექტიული, მუდამ ფავორიტი, მაგრამ ვერასდროს დიდი ტურნირის მომგები სამწუხწროდ....
იმედია ვცდები, მაგრამ სტარტი იგივე აქვს.
ცუდი შედეგია - ტატოს მოგება შეეძლო , მაგრამ იაპონელმა დასწრებაზე -მეტი სისწრაფით იჭიდავა, ილეთი არ გააკეთებინა და მოუგო - არა უშავს - შემდეგ შეხვედრაში -უნდა მოუგოს !
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
იმედია ვცდები, მაგრამ სტარტი იგივე აქვს.