ბაქოს გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების განაცხადში ცვლილებები მოხდა - აზერბაიჯანის დედაქალაქში ვაჟებში ლუხუმ ჩხვიმიანი (-60), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100), ასევე, ქალთა შეჯიბრების მონაწილეები - მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი (ორივე -52) აღარ გაემგზავრებიან.
საბოლოო სიაში 10 ქართველი ძიუდოისტია:
-60 კგ - ჯაბა პაპინაშვილი;
-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი;
-73 კგ - ჯუმბერ მელაძე;
-81 კგ - გიორგი შერაზადიშვილი, თორნიკე ფოლადაშვილი;
-90 კგ - ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი;
-100 კგ - ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე5-7 ნოემბერს
გასამართ ტურნირზე მონაწილეობას, ბოლო ინფორმაციით, 27 ქვეყნის 158 ძიუდოისტი მიიღებს. მათ შორის 98 ვაჟი სპორტსმენი იქნება.
წყარო:
IJF
ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ბექაური ტატამს უბრუნდება - ორი ოლიმპიური ჩემპიონით ბაქოში!