კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით დიდი დარტყმა სპორტის სფეროს და სპორტსმენებს მიაყენა. დაავადების გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვები სპორტსმენებს მრავალ პრობლემას უქმნის. ჯანსაღი ცხოვრების წესის მთავარი პროპაგანდისტები - სპორტსმენები, საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ფიქრობს, რომ ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა. წარმატებული სპორტსმენი განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ აიცრან.

"ჩემი აზრით, ყველა უნდა აიცრას, მით უმეტეს - ასაკოვანი ადამიანები. ვინც აცრილია ჩემ გარშემო, ყველამ მარტივად გადაიტანა ვირუსი, აუცრელებს კი - გაურთულდათ. ყველას მოვუწოდებ და ვთხოვ, რომ აიცრან. კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიაყენა სპორტს. დარბაზები დაიკეტა, უამრავი შეზღუდვისა და რეგულაციის გამო შეგვექმნა პრობლემები. თუნდაც პირბადით ვარჯიში ძალიან დიდი დისკომფორტია... დარბაზების

დაკეტვა ხელს უშლის სპორტის განვითარებას, სპორტსმენები ძალიან ვზარალდებით! აუცილებლად უნდა ავიცრათ, რომ ყველა ერთად მოვერიოთ ვირუსს. ევროპის ბევრ ქვეყანაში უკვე პირბადის გამოყენების მოთხოვნაც აღარ არის... ჩვენც უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ასე აღარ შეიძლება გაგრძელება. ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც ყველა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია, ზარალდება პანდემიით. ელემენტარულად, ბავშვებს

ფეხბურთის თამაშიც შეეზღუდათ ეზოებში, რაც, ბუნებრივია, ძალიან დიდი პრობლემაა. გამოსავალი არის ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას - ახალგაზრდებს, სპორტსმენებს, რომ ავიცრათ. გავუფრთხილდეთ, პირველ რიგში, ერთმანეთს და ჩვენს სამშობლოს, რომ დავძლიოთ ეს პანდემია", - ამბობს გურამ თუშიშვილი.

G.LA
ყოჩაღ გურამ შენი ხმა უფრო ისმის, ვისთანაც მეთქმის ყველას ვეუბნები მე მომბაძონ და აიცრან. ყველაფერი დაზარალდა და ასეთი უვიცობა გაუგებარია ხლხისაგან.
3- ჯერ აცრილი
10 000-ზე მეტი აუცრელი გარდაიცვალა საქართველოში და მხოლოდ 3 - აცრილთაგან. რა სპეციალისტობა უნდა იმას ჩემო გურო, რომ აცრა აუცილებელია?
გეგი
ეჰ ასეა მეგობარო და ასე ბრმად რატომ მოუწოდებენ ეს დალოცვილები ამას?მაშინ ავალებენ და ეგაა რა.
გურო
ვფიქრობ ნამეტანზე მეტი აჯღე გურამ შენს თავზე. და თუ მოუწოდებ ესე გულმოდგინედ იქნებ გვითხრა და დაგვაკვალიანო რა ვაქცინით ავიცრათ.გატყობ მაგარი კომპეტენტური ხარ ამ სფეროში. გულშემატკუვრობ საამაყო ქართველი ხარ გენაცვალე და სადახ შენი საამე არაა ცხვირს იქ ნუ ჩაყოფ. რაც იცი ის საქმე აკეთე. *
ბილი კოსტაკურტა
ჯიგარი ხარ გურამ. ისედაც გამორჩეულად გგულშემატკივრობდი, ახლა ხო საერთოდ
პროცენტი მომწონს
კარგი წინადადება იყო ალექსანდრე: "სულ პატარა თქვენი ანალიზის უნარს დაუჯერეთ!" და რა მომეწონა იცით თურმ საკუთარი ანალიზის გაკეთება მხოლოდ 4-ს არ შეუძლია ეს კი 15 %-ზე ნაკლებია. აი რეალშიც რომ გადადიოდეს ეგ პროცენტი მაშინ ქვეყნის 80% მაინც იქნებოდა აცრილი.
ქუთაისელი
გაიხარე, ძმაო, გურამ! ერთი ასად ამაღლდი ჩემს თვალში! ჩვენმა საამაყო სპორტსმენებმა ხალხს ყველამ ერთად უნდა მოუწოდონ აცრისკენ, დავუჯეროთ მეცნიერებს და დავამთავროთ ეს საშინელება!
tngh
გეთანხმები!!!
alexandre
გაიხარე გურამ! ერთი რამე მაკვირვებს. ამ აგიტაციის დროს, რატომ არავინ აქცევს ყურადღებას მარტივ თვალსაჩინო საკითხს! აი შენ ამბობ, ჩემს ირგვლივო - არ ჯერათ! შენი კი არა, თავის ირგვლივ არ იჯერებენ. მე სხვა საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება! აი თუნდაც ბელორუსები. ყველაზე მეტად მაგათმა დააიგნორეს კოვიდი და პრევენცია, აცრა. და რა დღეში არიან? მათმა ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევის ყველა მატჩი რუსეთში ჩაატარა! და კიდევ უფრო თვალსაჩინო! უყურეთ იტალიის, ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, ამერიკის სტადიონებს და დარბაზებს! გადაჭედილია უნიღბო(!) მაყურებლებით თამაშების დროს! რატომ? იმიტომ რომ უმეტესობა მოსახლეობის აცრილია. შეიგნეთ. ნურც გურამ თუშიშვილს ნუ დაუჯერებთ, ნურც მე. საკუთარ თვალებს და სუუულ პატარა თქვენი ანალიზის უნარს დაუჯერეთ!
ლუკა
გაიხარე გურამ.
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ