არის! საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია

AutoSharing Option
დღეს, 27 ნოემბერს, რუსეთის ქალაქ უფაში ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ჩვენდა გასახარად, ქართველი ფალავნები შესანიშნავად გამოიყურებიან და ფინალის საგზურიც დაიმსახურეს.

ძიუდოისტებმა ავსტრიას (4:0), საფრანგეთსა (4:2) და თურქეთს (4:2) სძლიეს, ოქროს მედლისთვის კი ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ფინაური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავთ! წარმატებები!❤️
გილოცავთ ქართველები! წარმატებები!❤️
09:40 28-11-2021
0
ამის ლაივი არსად არის?
ვვვ
17:28 27-11-2021
1

სიახლეები პოპულარული