გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სოფიაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თუშიშვილმა გერმანელი ლოსენი კონე და ნიდერლანდელ როი მაიერი დაამარცხა, ნახევარფინალი ნიდერლანდელ იურ სპიკერსთან დათმო, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა კი უკრაინელ იაკივ ხამოს მოუგო.

ტურნირზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს, ხოლო ეთერ ლიპარტელინმა (57 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გუნდურ ჩათვლაში საქართველო მესამე ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვისთან წააგო თუშიშვილმა და ვინ გახდა ევროპის ჩემპიონი? გახსოვთ შარშან, ნოემბერში საბა ინანეიშვილმა წაღმა-უკუღმა რომ ატრიალა და ზედიზედ ორჯერ მოუგო იპონებით.
გიზო რაჭველი
10:20 02-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული