საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი წლის საუკეთესო სპეციალისტად აღიარეს.
EJU.NET კი მისი და ახალგაზრდა ძიუდოისტის, გიორგი სარდალაშვილის წარმატებაზე წერს.
"ერთ დროს წარმატებული ძიუდოისტი ლაშა გუჯეჯიანი წარმატებით ახერხებს მოღვაწეობას მწვრთნელის რანგშიც. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა, მათ შორის, განმაცვიფრებელი ოქრო ლაშა ბექაურმა მოუტანა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში".
შეგახსენებთ, გუჯეჯიანი +100 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს და ევროპის მედლების მფლობელია.
"საქართველოს ძიუდოისტთა მომავალი ვარსკვლავი 18 წლის გიორგი სარდალაშვილია. 2021 წელს -60 კგ-ში ქართველმა პირველად აიღო ვერცხლის მედალი ახალგაზრდულ ევროპის
ჩემპიონატზე. მისი კუმირი ილიას ილიადისია".
ამასთან ერთად გეტყვით იმასაც, რომ სულ მალე, 3-5 ივნისს, თბილისის გრანდ-სლემი გაიმართება.