თბილისის გრანდ სლემი: ქართული ფინალი და საქართველოს ნაკრების 5 მედალი პირველ დღეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა 5 მედალი მოიპოვეს.

60 კგ. წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ ფინალში დამატებით დროში გიორგი სარდალაშვილს სძლია და ტურნირზე ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა.

66 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს გიორგი თუთაშვილი დასჯერდა, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში ტრავმის გამო მოლდოველ დენის ვიერუსთან ტატამზე გასვლა ვერ შეძლო.

ბრინჯაოს მედალს ვაჟა მარგველაშვილი დაეუფლა, რომელსაც თუშაშვილმა ნახევრფინალში სძლია. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მარგველაშვილმა ბრაზილიელი ვილიამ ლიმა იპონით დაამარცხა.

ქალთა შორის 57 კგ. წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა იტალიელი ვერონიკა ტონიოლო დაამარცხა და
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული