თბილისის გრან სლემი: შავდათუაშვილის ოქრო, გრიგალაშვილის ვერცხლი და ტერაშვილის ბრინჯაო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის გრან სლემის მეორე დღეს ქართველი ძიუდოისტები სამ მედალს დაეუფლენ.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოსი გიორგი ტერაშვილმა.

შავდათუაშვილმა ფინალში იაპონელ კენ ოიოშის დამატებით დროში სძლია და ჩემპიონი გახდა.

ტერაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის იტალიელი მანუელ ლომბარდო იპონით დაამარცხა.

სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი სამრეთკორეელ ლი იონჰვანთან იპონით დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძაან ვინერვიულე თაროზე, გული მეტკინა
ბადრი
01:32 05-06-2022
1
ლაშა გილოცავ!!!! სამაგალითო ადამიანი და ეტალონი სპორტსმენი ხარ! ყველა ჩვენს ძიუდოისტს ვუსურვებ რომ ამ
ბიჭისთვის მიებაძოს!
ტატო, ისევ იგივე შეცდომა... რატომ ჩქარობ??? დროა დაღვინდე! მართლა შეუძლია ამ ბიჭს ტიტულოვანი ძიუდოსტი გახდეს, უიშვიათესი ტალანტი ხარ ტატო!!! წარმატებები ჩვენ ძიუდოისტ გოგოებს და ბიჭებს!!!
პაატა
19:32 04-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული