თბილისის გრან სლემის მეორე დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 11 ძიუდოისტი წარსდგა.
- 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ კენ ოიოშის შეხვდება, 3 გზის ოლიმპიურმა მედალოსანმა საფინალო შეხვედრამდე ჰეონშოლ კანგის, ჟულიო სესარ კოდასი, მოჰამადრაჰიმ სარახონოვისა და გიორგი ტერაშვილის დამარცხება მოახერხა.
თავის მხრივ, ტერაშვილი ბრინჯაოს მედალს შეუტევს, მისი მოწინააღმდეგე მანუელ ლომბარდო იქნება.
ამავე წონაში გიორგი ჩიხელიძე მე-7 ადგილზე გავიდა, ფრიდონ გიგანი კი მერვედფინალში პეტრუ პელივანთან დამარცხდა.
- 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალს იჭიდავებს ტატო გრიგალაშვილიც, ჩვენებურმა მოჰამადჟონ
აბდულალილოვი, ადრიან განდია, ტიციანო ფალკონე და ტელიმ ცკაევი დაამარცხა, ფინალში კი ლი იონჰვანს შეხვდება.
ამავე წონაში მერვედფინალში გამოეთიშნენ გიორგი შერაზადიშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე, მეორე წრეში ასპარეზობას ლევან გუგავა გამოეთიშა.
რაც შეეხება ქალთა თანრიგს, ინდირა სილაგაძე (-70), რეჯინა უთნელიშვილი (-63) და მარიამ ციხელაშვილი (-63) პირველივე წრეში დამარცხდნენ.