ჩხვიმიანის ვერცხლი და ნოზაძის ბრინჯაო ბუდაპეშტის გრანდ სლემზე

AutoSharing Option
ბუდაპეშტის გრანდ სლემზე 60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა ვერცხლის, ხოლო თემურ ნოზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩხვიმიანი ფინალში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენთან დამატებით დროში დამარცხდა და ვერცლის მედალს დასჯერდა.

ჩხვიმიანმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და გადამწყვეტ ბრძოლამდე ლიორ რაფაილოვს (ისრაელი), ალესანდრუ ტრუსინას (მოლდოვა), ანჯელო პანტანოს (იტალია) და ბაუირჟან ნარბაევს (ყაზახეთი) სძლია.

ნოძაძემ ბრიტანელი დილან მუნრო და ჩეხი დავიდ პულკრაბეკი დაამარცხა, ნახევარფინალი ნარბაევთან დათმო, რეპეშაჟში პანტანოს აჯობა, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი მონღოლ სუმიაბაზარ ენხტაივანს იპონით მოუგო.

სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ვაჟა მარგველაშვილი (66
კგ).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული