ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

AutoSharing Option
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლუოს ჩემპიონატის მე-4 საჭიდაო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე -81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი ფინალში გავიდა.

ჩვენებურმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში აზერბაიჯანელ საედ მოლასის სამი შიდოთი სძლია, ფინალში კი მისი მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბელგიელი მატიას კასელი იქნება.

ქართველმა ძიუდოისტმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი მიყოლებით ფრანგი უმალ დიარო, დომენიკელი დელ ორბე კორტორეალი და იაპონელი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფინალშიც არის და დაახეთქა სწორედაც კაასი ფინალში და ტატო მსოფლიო ჩემპიონი გვყავს უკვე! ეს ერთი და სხვა მრავალი! გილოცავთ ქართვენო!!!
არჩილ
18:27 09-10-2022
0
ტატოოო! გილოცავ მსოფლიო ჩემპიონობას! შენი მრავალჟამიერი ყოფილიყოს! ვულოცავ საქართველოს!!!!
არჩილ
17:12 09-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული