მიიღებს თუ არა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას? - Sportall.ge-ს ექსკლუზივი გავრცელებულ ინფორმაციაზე

AutoSharing Option
ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა და ძიუდოს ქართველი გულშემატკივრები გახარებულები არიან. ამავდროულად, სამწუხარო ამბავიც გავრცელდა, რომელიც, საბედნიეროდ, არ დადასტურდა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე (IJF) ლაშა ბექაურის (-90) 10 ოქტომბრის განრიგი გადაშლილი იყო, რასაც ქართულ სპორტულ გვერდებზე იმით ხსნიდნენ, რომ ოლიმპიურმა ჩემპიონმა წონა ვერ ჩააბარა.

Sportall.ge-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გაუგებრობა აღმოფხვრილია და ბექაური ტურნირზე მონაწილეობას შეძლებს. 10 ოქტომბერს, -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა გუჯეჯიანის გუნდიდან ლუკა მაისურაძესაც ვიხილავთ.

altრევანში აღებულია - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიიოს ჩემპიონია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
პირველი მოგებულია. წარმატებები ლაშა.
იკა
11:20 10-10-2022
0
ჰა,ჩალიჩობდნენ ბობონოვისთვის?! ;)
ადამიანი
11:20 10-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული