კაპიტანი უმედლოდ დარჩა - ლიპარტელიანმა მალევე წააგო, სულამანიძე რეპეშაჟშია

AutoSharing Option
ტაშკენტში ძიუდოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მე-6 საასპარეზო დღეს ტატამზე ორი ქართველი სპორტსმენი, ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ვიხილეთ.

პირველი მათგანი, რომელიც ამავდროულად საქართველოს ნაკრების კაპიტანიც გახლავთ, უმედლოდ დარჩა.

"ლიპო" საწყის რაუნდში ისვენებდა, მეორე წრეში ესტონელი გრიგორი მინასკინი იპონით კი დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

რეპეშაჟშია 100 კგ-ში მოასპარეზე ილია სულამანიძე. ის მეოთხედფინალში კანადელ კაილ რეიესსთან დამარცხდა, იქამდე კი გერმანელ დანიელ ჰერბსტსა და თურქ მერტ სისმანლარს სძლია. რეპეშაჟში სულამანიძის მეტოქე მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა
იქნება.
მკითხველის კომენტარები / 17 /
სულამანიძეს მწვრთნელმა წააგებინა კანადელთან. ილია იგებდა და გუჯეჯიანმა უადგილოდ ურჩია ტემპის დაგდება. ამას მოყვა შეცდომა და შებოჭვა.

რაც შეეხება ლიპოს ჩემი აზრით ცოდოა ეს კაცი. ბევრი ჯილდო აქვს და ამისთვის დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ. ალბათ აჯობებს სხვამ დაიკავოს მისი ადგილი
Judo
13:42 11-10-2022
0
ლიპოს დიდი პატივისცემა ჩემგან რაც აქამდე აკეთა ამ ქვეყნისათვის,მაგრამ დროა ასპარეზი უკვე ახალგაზრდებს დაუთმოს, თვითონ კი თავისი უდიდესი გამოცდილებითა და ცოდნით ნაკრებს დაეხმაროს ესე ჯობია
ენთაზი
15:36 11-10-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული