ნებისმიერი ტურნირის დროს, როცა
რა თქმა უნდა, რთულია, როცა ტიტულოვან თუ გამოცდილ მოჭიდავეებთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღება გიწევს, თუმცა მარტივად შეგვიძლია დავთვალოთ, რომ ახლანდელი მედლების უმეტესობა ახალ თაობას ეკუთვნის - ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ბრინჯაო გურამ თუშიშვილმაც მოიპოვა). ეს არ ნიშნავს, რომ ნაკრები მთლიანად საკმაოდ პროგრესული ახალგაზრდებით დავაკომპლექტოთ, უბრალოდ, კონკრეტული ტურნირის წინ, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ შესაბამისი სპორტული ფორმის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
რა ვნახეთ ყველაზე კარგი? - გაცილებით დაღვინებული და დინჯი ტატო გრიგალაშვილი (-81), რომელიც შესაძლოა, იდეალურ ფორმაში სულაც არ იყო, თუმცა ევროპის ჩემპიონობას მსოფლიოს საუკეთესოს ტიტული იმის ხარჯზე დაამატა, რომ თავისივე შეცდომები ბოლომდე გაიაზრა. ტატომ მომდევნო ოლიმპიადაზე ის უნდა აინაზღაუროს, რაც წინაზე დააკლდა და ოქროს მედლისთვის იბრძოლოს...
რა იყო სამწუხარო? - შესაძლოა, ზოგჯერ მსაჯების ორმაგ სტანდარტზე მივუთითოთ, მაგრამ ძალიან დასანანი იყო, რაც ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს (-90) შეემთხვა და მეტოქესთან, რომელთანაც ოლიმპიადაზე გამარჯვება აკრძალული ილეთის გამო ჰქონდა მოპოვებული, ახლა მსგავსი მიზეზით თავად დამარცხდა. სოციალურ ქსელებში რამდენიმე მოსაზრებას წააწყდებოდით, თითქოს, ბექაურმა შესაბამისი მონდომება დააკლო, რაც ასე ნამდვილად არაა - ტრავმის შემდეგ, ის სრული მონდომებით ცდილობდა, ჩვეული ფორმა აღედგინა.
რამ დაგვაფიქრა? - დიდი პოტენციალის მიუხედავად, ილია სულამანიძე (-100) მის სრულად გამოვლენას ვერ ახერხებს, თუმცა ეს ის უნდა იყოს, რაც გამოცდილებასთან ერთად აუცილებლად მოვა. მთავარია, მანაც ბევრი იმუშაოს და თანაგუნდელების კარგი მაგალითები გაიაზროს.
ოლიმპიადამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, ლაშა გუჯეჯიანი და მისი სამწვრთნელო შტაბი მზად უნდა იყოს, როგორც გარკვეული მიდგომების, დამოკიდებულებისა და შინაარსის ცვლილებებისთვის, ასევე, საკადრო საკითხების უფრო მეტი მუშაობით გადაწყვეტისთვის. გუჯეჯიანს ნამდვილად შეუძლია, კვლავ ის მუხტი, ერთსულოვნება და წარმატებები გვქონდეს, რაც ჩვენს ძიუდოისტებში ასეა გამჯდარი. არავინ ამბობს, რომ სამწვრთნელო შტაბში ინდივიდუალური ცვლილებებია საჭირო, თუმცა იმისთვის რომ არსებულზე მეტს მიაღწიო, დღევანდელ მდგომარეობაში სიახლეებია შესატანი.
კაპიტანი უმედლოდ დარჩა - ლიპარტელიანმა მალევე წააგო, სულამანიძე რეპეშაჟშია
"ოქრო არაა, მაგრამ იცოდეთ, რომ" - ლაშა ბექაურის პოსტი ბრინჯაოს მოპოვების შემდეგ