ეს ღვინიაშვილის წინააღმდეგ დამღუპველია - ბექას აბუ-დაბის სლემზე გამარჯვებას IJF გამოეხმაურა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი რამდენიმე დღის წინ აბუ-დაბის გრან-სლემის გამარჯვებული გახდა. ბექას უცხოური გამოცემა ijf.org-ი სტატიას უძღვნის და მის ასპარეზობას მოკლედ მიმოიხილავს.

"პირველივე ბრძოლის შემდეგ ფავორიტად მიიჩნეოდა. ქართველმა მთელი ტურნირის განმავლობაში ერთ ტემპში იჭიდავა, უამრავი იპონი შეასრულა და თითქმის ყველა მეტოქე მოკლე დროში დაამარცხა. 

ნახევარფინალში მისთვის კარგად ნაცნობ სერბ ნემანია მაჟდოვს დაუპირისპირდა. ორივე მოჭიდავე -90 კგ წონით კატეგორიაში ყველას დიდ პრობლემებს უქმნის. ბრძოლის დაწყებიდან 3 წუთში მაჟდოვს ორი შიდო ჰქონდა მიღებული, თავზე კი სისხლდენის გამო სახვევი ეკეთა, აშკარად გადაღლილი
ჩანდა, ეს კი ღვინიაშვილის წინააღმდეგ დამღუპველია. მესამე შიდო, ჰანსოკუ-მაკე და ფინალი, სადაც ქართველი სრულიად უცნობ ფრანგ ძიუდოისტს უპირისპირდება.

ლორის ტასიე, ღვინიაშვილისა და მაჟდოვისგან განსხვავებით, ნაკლებად ტიტულოვანი მოჭიდავეა, ფრანგი რეიტინგში 150-ე ადგილს იკავებს, თუმცა აბუ-დაბიში აჩვენა, რომ სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს. ტასიე ფინალში პირველად გავიდა და ასევე პირველად დაუპირისპირდა უდიდეს ძიუდოისტს. მისი ბექას წინააღმდეგ ჭიდაობა დაახლოებით ჰგავდა სიტუაციას, როდესაც ბავშვი ველოსიპედის ტარებას 4 ბორბლის გარეშე სწავლობს. ფრანგს უნდოდა, ქართველისთვის ეჩვენებინა, რომ მისი არ ეშინოდა და ოქროს მედლის მოპოვებას აპირებდა, თუმცა ილუზია 40 წამის განმავლობაში გაგრძელდა, ვაზარი და ოსაე-კომი, ბექა კი მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერი გახდა. ტასიეს ასპარეზობა მაინც წარმატებული გამოდგა. რაც შეეხება ღვინიაშვილს, ის ბებერი მელაა, რომელსაც გასაოცარი არაფერი გაუკეთებია, რადგან მისგან ასეთ შედეგს ყველა ელოდა" - წერს გამოცემა.


მკითხველის კომენტარები / 4 /
ბექა ასე გააგრძელე და აუცილებლად დაიბრუნებ შენს კუთვნილ ადგილს ნაკრებში!!!
პაატა
13:26 26-10-2022
1
მსოფლიოზე ბექას არ წაყვანა დიდი შეცდომა იყო...
100 კგ უნდა სცადოს... ამ სამიდან ერთ-ერთმა დამკვიდრება.
გია-გივი
18:10 26-10-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული