-73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანმა ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ესპანელ სალვადორ კასეს როხა ეფექტური იპონით დაამაარცხა. ლაშა ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და მოლდოველი ადილ ოსმანოვი იპონით დაამარცხა, მესამე წრეში კი თურქ ბილალ ჩილოღლუს ვაზარით სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც, კანადელ ართურ მარგელიდონთან ვაზარით დამარცხდა. რეპეშაჟში შავდათუაშვილმა იტალიელი მანუელ ლომბარდო დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.
-81 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმირ ახალკაცი
სამწუხაროდ, ამავე წონაში ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ გიორგი შერაზადიშვლი და ნინო გულბანი. გიორგიმ პირველი ეტაპი გადალახა და იპონით გერმანიის სახელით მოასპარეზე შამილ ძავბატიროვი დაამარცხა, თუმცა მეორე წრეში იტალიელ ჯაკომო გამბასთან ჰანსოკუ-მაკეთი დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, ნინო კი პირველივე წრეში თურქ მინელ აკდენიზთან ჰანსოკუ-მაკეთი დასაჯეს.