პირველი მედალი ბაქოდან - ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს პრიზიორია

AutoSharing Option
დღეს, 5 ნოემბერს ბაქოს გრან-სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 4 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა:

-73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანმა ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ესპანელ სალვადორ კასეს როხა ეფექტური იპონით დაამაარცხა. ლაშა ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და მოლდოველი ადილ ოსმანოვი იპონით დაამარცხა, მესამე წრეში კი თურქ ბილალ ჩილოღლუს ვაზარით სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც, კანადელ ართურ მარგელიდონთან ვაზარით დამარცხდა. რეპეშაჟში შავდათუაშვილმა იტალიელი მანუელ ლომბარდო დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

-81 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმირ ახალკაცი
რეპეშაჟში დამარცხდა. 22 წლის ძიუდოისტმა პირველ წრეში იპონით უზბეკი რამაზონ ალაბერდიევი დაამარცხა, მეორე წრეში კი ესპანელ ანტონიო ესპოსიტოსაც იპონით სძლია, მეოთხედფინალში ვლადიმირი უნგრელ ატილა უნგვართან ვაზარით დამარცხდა. ახალკაცი რეპეშაჟში ბაჰრეინელ აშკერბი გერბეკოვს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა.

სამწუხაროდ, ამავე წონაში ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ გიორგი შერაზადიშვლი და ნინო გულბანი. გიორგიმ პირველი ეტაპი გადალახა და იპონით გერმანიის სახელით მოასპარეზე შამილ ძავბატიროვი დაამარცხა, თუმცა მეორე წრეში იტალიელ ჯაკომო გამბასთან ჰანსოკუ-მაკეთი დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, ნინო კი პირველივე წრეში თურქ მინელ აკდენიზთან ჰანსოკუ-მაკეთი დასაჯეს.




მკითხველის კომენტარები / 1 /
წერთ, რომ ლაშა შავდათუაშვილი დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტიაო. გეკითხებით ან მანამდე ვინ გვყავდა მასზედ ტიტულოვანი? გამოდის, რომ უნდა ვთქვათ: "ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი".
ჟორა გაბრიჭიძე
23:46 05-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული