თუშიშვილს რინერთან გამარჯვება გაუუქმეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილს ძიუდოში საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე ტედი რინერთან გამარჯვება არ ჩაუთვალა.

მეოთხედფინალში თუშიშვილმა ლეგენდარული რინერი გორში მეოთხედფინალში დაამარცხა, მაგრამ
IJF-ის სამსაჯო კომისიამ ქართველს ვაზარი არ ჩაუთვალა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ეს იმით ახსნა, რომ სამსაჯო შეცდომას ჰქონდა ადგილი და თუშიშვილის ვაზარი გაუქმებულია.

შეგახსენებთ, ქართულმა კლუბმა "მებრძოლმა" ფინალში სერბულ "რედ სტარს" 3:2 სძლია და ტურნირი მოიგო. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება საბოლოო შედეგზე გავლენას არ იქონიებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
რინერმა თუშიშვილის უკნიდან მისვლა და უკან ჩაჩეხვა არამართებულად ჩათვალა და ოლიმპიადის შემდეგ ინტერვიუში თქვა, რომ ვაჟკაცები ასე არ იქცევიანო. მამაძაღლი, მატიაშვილს რომ მიეპარა და უკან ჩაჩეხვით დააგდო და გაიმარჯვა, ის კი დავიწყებია და მამაძაღლმა ჟურნალისტმა რატომღაც არ შეახსენა.
ჟორა გაბრიჭიძე
20:09 19-08-2024
0
მოხდა ასეთი რამ: ჩვენი სასახელო მთასვლელი შოთა მირიანაშვილი ფედერაციის ნებართვის გარეშე უშბაზე ავიდა, რაც მსჯელობისა და დასჯის საგანი გახდა. სასჯელი კი ის იყო, რომ ფედერაციამ ასვლა არ ჩაუთვალა. ბატონმა შოთამ უთხრა: თქვენ გინდა ჩათვალეტ გინდ არა, მე უშბაზე ავედი და იმ განცდას რაც მე ამით ვიგრძენი ვინ წამართმევსო. ასეა გურამის საქმეც. მან ყველა ამით გამოწვეული სიამოვნება მიიღო (სხვათაშორის მისმა გულშემატკივარმაც), ამას არც გუნდის შედეგზე უმოქმედია, ასე, რომ სტატისტიკა ფედერაციისთვის დაგვითმია.
ჟორა გაბრიჭიძე
00:03 06-12-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული