სარდალიშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს - ისრაელში შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო

AutoSharing Option
20 დეკემბერს ისრაელში წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო.

პირველ საჭიდაო დღეს ქართველების მხრიდან 3 ჯუდოკა გამოვიდა:

-60 კგ - გიორგი სარდალიშვილი

-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი

-57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი

ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს გიორგი სარდალიშვილი. 19 წლის ძიუდოისტმა პირველ წრეში დაისვენა, მე-2 წრეში უზბეკი დილშოდბეკ ბარატოვი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან წააგო. ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც ესპანელ ფრანსისკო გარიგოს შეხვდა და მარტივადაც გაიმარჯვა. ბრინჯაოს მედლისთვის გიორგის მეტოქე -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში რეიტინგის პირველი ნომერი, ტაიპელი იანგ-იუნ ვეი იქნება.

რაც
შეეხებათ ვაჟა მარგველაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს, ორივე ძიუდოისტი მეორე წრეში დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ადრე დავწერე ძიუდოს ნაკრებში ბევრი რამეა მეთქი შესაცვლელი და ბევრს არ ესიამოვნა.
Ეხლა ვიძახი ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი და დღესვე!!!
jordan beli
20 დეკემბერი 2022 17:39
1
ჯერ დამთავრდეს და მერე შევაფასოთ
ლექსო
20 დეკემბერი 2022 21:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული