ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
დღეს, 5 თებერვალს პარიზის გრანდ-სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, ტატამზე საქართველოს სახელით 8 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, მათგან ფინალურ ბლოკში მხოლოდ ტატო გრიგალაშვილსა (-81კგ) და ლუკა მაისურაძეს (-90კგ) ვიხილავთ.

-81 კგ წონით კატეგორიაში ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და იტალიელი ლორენცო პაროდი დაამარცხა, ახალგაზრდა ძიუდოისტმა მერვედფინალში იაპონელ კენია კოჰარასაც სძლია, მეოთხედფინალში კი გაერთიანებული საემიროების სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოსტი ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც თურქი ვედათ ალბარიაქი დაამარცხა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ტატო ფინალში გერმანელ ტიმო კაველიუსს დაუპირისპირდება.

-90 კგ
წონით კატეგორიაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე წარსდგნენ, ორივე მათგანი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო. მოულოდნელად, ბექაური ფრანგ მაქსიმ-გაელ ნგაიაპ ჰამბუსთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მაისურაძემ კი ლიბანელ კარამნობ საგაიპოვს სძლია და მერვედფინალში გავიდა, სადაც ბელგიელი სამი ჩოუჩი დაამარცხა, ლუკამ მეოთხედფინალში თურქეთის სახელით მოასპარეზე მიჰაელ ზგანკს სძლია, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ მურად ფათიევთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა, მაისურაძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩეხ დევიდ კლამერტს შეხვდება.

- 100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და გიორგი ბერიაშვილი წარსდგნენ, სამწუხაროდ, ლიპარტელიანი მეორე წრიდანვე გამოეთიშა. ვარლამი გაერთიანებული საამიროს წარმომადგენელჯაფარ კოსტოევთან დამარცხდა, ბერიაშვილმა კი უზბეკ ნურლიხან შარხანს სძლია და მერვედფინალში გავიდა, სადაც ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან დამარცხდა.

+100 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი წარსდგნენ, სამწუხაროდ, ორივე ძიუდოისტი ასპარეზობას მეორე წრიდან გამოეთიშნენ. გურამი იაპონელი ოტასთან დამარცხდა, ხოლო საბამ მარცხი უზბეკ ალიშერ იუსუპოვთან განიცადა.

-70 კგ წონით კატეგორიაში ტატამზე ელისო სისაური წარსდგა, სამწუხაროდ, იგი პირველივე წრეში ბრაზილიელ ელენ ფრონერთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altბრწყინვალე იპონი ფინალში - შავდათუაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 12 /
"ქალებმა დაგღუპეს შენ, ქალებმა"!!!
ლაშა ბექაურს
06 თებერვალი 2023 12:25
0
მონდა მივმართო ამ გვერდის ადმინისტრაციას.როგორც ვიცი შეურაცმყოფელი კომენტარები იბლოკება და თუ ეგრეა რატომ არ ბლოკავთ ვიღაც უნამუსო არაკაცის კომენტარ,რომელიც ჩვენს სასახელო ოლიმპიურ ჩემპიონს მაიმუნს უწოდებს? იმედია არ დაბლოკავთ.
zaza
05 თებერვალი 2023 22:56
0
აქ ქვემოთ ვიღაცამ დაწერა და მეც ვეთანხმები არაა სწორი ოლიმპიადის მოგებისთვის მილიონის მიცემა, მაგას ჯობია ოლიმპიურ ჩემპიონს დაენიშნოს დიდი ხელფასი, მიეცეს ბინა და მანქანა. და თუ ვარჯიშს შეწყვეტს შედეგებს მოუკლებს უნდა შეუწყდეს ხელფასი, თორემ ასე გუშინ ტილი აბანდალებდა დღეს მილიონი მიიღო აუვარდა თავში და მორჩა მისი კარიერა.
რრრ
05 თებერვალი 2023 21:26
0
თუშის და ბექაურის მარცხი ნამდვილად იმედის გამაცრუებელი იყო,თუმცა ყველა ტურნირზე საუკეთესო შედეგს ვერ დადებენ, (თუშის მითუმეტეს იაპონელი ყავდა და არა უბრალო ვიღაც)ამიტომ რაღაც სამარცხვინო კომენტარებს ნუ წერთ. ამ ბიჭებმა უკვე ძალიან ბევრჯერ ასახელეს ქვეყანა და მომავალშიც არაერთ გამარჯვებას მოუტანენ. ლიპოს რაც შეეხება.. მის მიმართ უდიდესი პატივისცემით,მაგრამ.. ნამდვილად დროა უკვე კაპიტანო
ალექს
05 თებერვალი 2023 20:21
0
ლიპარტელიანო-და-თუშიშვილო-წადით-რა!!!ტრენერი-რას-აკეთებს?!არაფერს-მხოლოდ-აფუჭებს!-აბა-ლიპარტელიანის-და-თუშიშვილის-ნაკრებში-შეყვანა-როგორ-შეიძლება-როგორც-ბექაურის-ეგ-მარიაჟი-მაიმუნი-გადაყვა-ღარივბაშვილთან--ყანწების-ტრიალს!ბექაურო-უკვე-დაქლიავდი-ასეთ-ახალგაზრდულ-ასაკში-ქებამ-გაწყინა-და-როგორც-ზემო-ავღნიშნე-ძიუდოისტიდან-მაიმუნად-გადაიქეცი
svano magarski
05 თებერვალი 2023 19:35
12
მაისურაძე-ფატიევის დაპირისპირების შედეგი მსოფლიო ძიუდოს სირცხვილია.
ჟორა
05 თებერვალი 2023 19:27
0
არ მჯეროდა ხალხის კრიტიკა ვინც იცნობს ბექაურს ან სადმე უნახავს მაგრამ ეხლა უკვე სამწუხაროდ ვრწმუნდები რომ ამ ბავშვს თავში აქვს ავარდნილი მასე შორს ვერ გაფრინდები ოლიმპიური ჩემპიონი პაჭა პუჭა ძიუდოისტთან არუნდა მარცხდებოდეს და 5წუთისთვის ენა ამოგდებული არუნდა იყოს ეგ იმის ბრალია რომ მოუკელი ვარჯიშს და გონია ისეთი ნიჭიერი და ძლიერი ხარ ნაკლები ვარჯიშითაც გახვალ ფონს.. გონს მოეგე შვილო კარგია დროს ტარება გართობა ქალები მაგრამ პროფესიონალიზმზე თუ გაქვს პრეტენზია მასე არუნდა იქცეოდე! ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონს რო აძლევენ ეგეც გადაჭარბებულია ყველა ეს ცნობილი სპორტსმენი 99% ღარიბი ოჯახიდან არიან და უცებ მილიონერს რო ხდით.. ბევრისთვის მანდ მთავრდება კარიერა.. სულამანიძის და მაისურაძის იმედი მაქვს სამომავლოდ. ლიპარტელიანიც ხელჯოხით უნდა გააცილონ? ჩასაფრებული პოზიციიდან არ ვწერ გული მტკივა ბექაურზე დიდი ნიჭი აქვს და არუნდა გაფლანგოს დროსტარებაში
რონი
05 თებერვალი 2023 19:22
1
ლუკა თავიდანხე აქტიური იყო დამეტოქემ მალევე მიიღო ორი შიდო,თუმცა მერე,მიუხედავად იმისა,რომ ლუკა უფრო აქტიური იყო,აზერს მესამე გაფრთხილება აღარაფრით მისცეს და პირიქით,ლუკას მისცეს ორი შიდო.დამატენით დროში,6,43 წუთი იჭიდავეს და ბოლოს,შეკრულებმა,ლუკამ გაუკეთა გდება,რომელიც ვაზარად შეფასდა,თუმცა მერე,ლუკას ჩაუთვალეს წაგება,რადგან მეტოქეს დაცემისას ,თავი ცოტა ცუდად ჩაუყვა,ლუკა კი,სახით დაეცა ტატამზე.რა ნახეს მანდ კრიმინალი,ნამდვილად ვერაფერი გავიგე.ვინც უყურა,იქნებ ვინმე უფრო მცოდნემ განმარტოს მომენტი.მანამდე,მგონი მახევარფინალში,გერმანელი და ფრანგის, შეხვედრაში,გერმანელმა სცადა მეტოქის კისრულით გადაგდება,ფრანგი ზურგიდან გადმოუცურდა,მაგრამ გერმანელმა ხელი ამოუბრუნა და პირქვე დაცემულს,კინაღამ ხელი მოსტეხა.მსაჯებმა ამ მომენტში,ფრანგს ჩაუთვალეს დამარცხება.ვერც იქ მივხვდი ვერაფერს.
სოსო
05 თებერვალი 2023 19:15
0
რამდენჯერ უნდა ჩავარდნილიყო ან ცრუ ილეთი ეჩვენებინა იმ აზერს,რომ შიდო მიეცათ?! რამდენჯერ?! მაგრად დაჩაგრეს ლუკა!!
ალექს
05 თებერვალი 2023 18:40
0
ძალიან მაღალი რანგის ტურნირი ხომ არაა ზოგიერთებისთვის გრანსლემი? უმჯობესი ხომ არაა ზოგიერთი თასების ტურნირებში ჩაებას და იქიდან ამაღლდეს?



თასებზე
ჟორა
05 თებერვალი 2023 18:27
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული