-81 კგ წონით კატეგორიაში ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და იტალიელი ლორენცო პაროდი დაამარცხა, ახალგაზრდა ძიუდოისტმა მერვედფინალში იაპონელ კენია კოჰარასაც სძლია, მეოთხედფინალში კი გაერთიანებული საემიროების სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოსტი ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც თურქი ვედათ ალბარიაქი დაამარცხა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ტატო ფინალში გერმანელ ტიმო კაველიუსს დაუპირისპირდება.
-90 კგ
- 100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და გიორგი ბერიაშვილი წარსდგნენ, სამწუხაროდ, ლიპარტელიანი მეორე წრიდანვე გამოეთიშა. ვარლამი გაერთიანებული საამიროს წარმომადგენელჯაფარ კოსტოევთან დამარცხდა, ბერიაშვილმა კი უზბეკ ნურლიხან შარხანს სძლია და მერვედფინალში გავიდა, სადაც ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან დამარცხდა.
+100 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი წარსდგნენ, სამწუხაროდ, ორივე ძიუდოისტი ასპარეზობას მეორე წრიდან გამოეთიშნენ. გურამი იაპონელი ოტასთან დამარცხდა, ხოლო საბამ მარცხი უზბეკ ალიშერ იუსუპოვთან განიცადა.
-70 კგ წონით კატეგორიაში ტატამზე ელისო სისაური წარსდგა, სამწუხაროდ, იგი პირველივე წრეში ბრაზილიელ ელენ ფრონერთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
თასებზე