გუშინ, 5 თებერვალს, პარიზის გრან-სლემის მეორე საჭიდაო დღეს, -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მორიგი ტურნირის მოგება მოახერხა.
ქართველმა ფალავანმა მეტოქეები ერთიმეორის მიყოლებით დაამარცხა და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი პირველად მოიგო.
დაჯილდოების მიმდინარეობისას, მაშინ, როცა გრიგალაშვილის საპატივცემულოდ ჰიმნი ჩაირთო, ქართველი ემიგრანტის ემოციები გვაჩვენეს, თუ როგორ ტიროდა და ირტყამდა გულზე ხელს.
"ტატოს აჟღერებული ჰიმნი და ჩვენი ემიგრანტის ემოციები. შენს გულს ვენაცვალე" - წერს ლაშა ბექაური.