ასე მღერიან ქართველი ძიუდოისტები! ილია სულამანიძე ვიდეოს აქვეყნებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ძიუდოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ილია სულამანიძე, საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საბა ინანეიშვილთან (+100 კგ), ლაშა გუჯეჯიანთან (ნაკრების მთავარი მწვრთნელი) და მამა ბასილისთან ერთად ცნობილ ქართულ სიმღერას "შქმერის მთა გადავიარეს" მღერის.

შეგახსენებთ, ილია სულამანიძე -100 კილოგრამ წონით კატეგორიას 6446 ქულით ლიდერობს, საერთო ჩათვლაში კი მე-4 პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ 1-ელ ადგილზე -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტატო გრიგალაშვილია, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს ამ მომენტისთვის 9046 ქულა აქვს. მეორე ადგილზეა მოლდოველი ვიერუ დენისი (7305 ქულით), მე-3 პოზიციას კი ლაშა
შავდათუაშვილი (-73 კგ, 6935 ქულა) იკავებს.


მკითხველის კომენტარები / 10 /
სანამ ვიდეოს ვნახავდი და მათ ნამღერს მოვუსმენდი,მოლოდინი მქონდა,რომ სახალისო კომენტარით გავაშაყირებდი,მაგრამ უნდა ვაღიარო,ბრავო!
კაკო
20:46 11-02-2023
0
ძალიან სასიამოვნო და საამაყოა რომ საბრძოლო სპორტის წარმომადგენლები, თან მსოფლიოში ლიდერები, ხელოვნებაშიც ძალიან მაგრები არიან! ეს მათ ზოგად განვითარებაზე, განათლებაზე და აღზრდაზე მეტყველებს! ეს ბიჭები ხომ მსოფლიოსთვის საქართველოს წარმოადგენენ! მადლობა მათ მშობლებს!!!
Tengo
11:33 11-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული